ტოჰოკუს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზი 研究第一主義門戸開放実学尊重の精神 და Priorité à la recherche, ouverture, enseignements et recherches tournées vers l'application.
დაფუძნდა 1907
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი და academic publisher
თავმჯდომარე Hideo Ōno
სტუდენტი 17 591[1]
ქვეყანა იაპონია
კავშირები Top International Managers in Engineering, arXiv[2] , ORCID[3] და Association of Pacific Rim Universities[4]
აფილაცია Association of Pacific Rim Universities
ტოჰოკუს უნივერსიტეტი — იაპონია
ტოჰოკუს უნივერსიტეტი
http://www.tohoku.ac.jp/

ტოჰოკუს უნივერსიტეტი (იაპონ. 東北大学, Tōhoku daigaku; ან ტოჰოკუდაი (იაპონ. 東北大, Tōhokudai) ― ეროვნული უნივერსიტეტი ტოჰოკუს რეგიონში, იაპონიაში. არაფორმარულად ტონპეის (トンペイ, Tonpei) სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. დაარსდა 1907 წელს, მესამე საიმპერიო უნივერსიტეტი იყო იაპონიაში და ტოკიოს უნივერსიტეტთან და კიოტოს უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმილი ეროვნული უნივერსიტეტების სამეულში შედიოდა.[5] ტოჰოკუს უნივერსიტეტი შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშვებული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ უნივერსიტეტების სიაში. 2020 წელს Times Higher Education-მა იაპონიის მასშტაბით საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა.[6][7]

2016 წლისთვის ტოჰოკუს უნივერსიტეტს 10 ფაკულტეტი, 16 სკოლა და 6 კვლევითი ინსტიტუტი აქვს. უნივერსიტეტში 17 885 სტუდენტია ჩარიცხული. ტოჰოკუს უნივერსიტეტის სამი ფუძემდებლური ღირებულებაა: „კვლევა უპირველეს ყოვლისა“ (研究第一主義), „ღია კარები“ (門戸開放) და „პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევა და განათლება“ (実学尊重).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 22 ივნისს უნივერსიტეტი ტოჰოუს საიმპერიო უნივერსიტეტის სახელწოდებით დაარსდა მეიძის მთავრობის დროს და იაპონიის მესამე საიმპერიო კოლეჯი იყო ტოკიოსა (1877) და კიოტოს (1897) საიმპერიო უნივერსიტეტების შემდეგ. დაარსებიდანვე უნივერსიტეტის პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკას ეფუძნება და პირველი უნივერსიტეტი იყო იაპონიაში, რომელშიც ქალებსა(1913 წლიდან)[8] და უცხოელ სტუდენტებს სწავლის უფლება ჰქონდათ.

1907 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი საპოროში გაიხსნა (საპოროს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, 札幌農學校).

1911 წელს მეცნიერების დეპარტამენტი შეიქმნა, ხოლო 1915 წელს მედიცინის დეპარტამენტი (ყოფილი სენდაის სამედიცინო კოლეჯი) ჩამოყალიბდა. 1918 წელს უნივერსიტეტმა სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი ჰოკაიდოს საიმპერიო უნივერსიტეტს გადასცა. 1919 წელს ინჟინერიის, ხოლო 1922 წელს სამართლისა და ლიტერატურის ფაკულტეტები ჩამოყალიბდა.[9]

1947 წელს უნივერსიტეტს დღევანდელი სახელი ეწოდა და სოფლის მეურნეობის ახალი ფაკულტეტი დაემატა. 1949 წელს სამართლისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გაიყო და სამართლის, ლიტერატურისა და ეკონომიკის ფაკულტეტები ჩამოყალიბდა. 1949 წელს შეიქმნა განათლების ფაკულტეტიც. 1965 წელს გაიხსნა სტომატოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1972 წელს უნივერსიტეტს ფარმაციის ფაკულტეტი დაემატა. 2004 წლის აპრილიდან ტოჰოკუს უნივერსიტეტი ეროვნული უნივერსიტეტების კორპორაციის წევრია.[9]

კამპუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ აინშტაინი ტოჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტში ვიზიტისას 1922 წელს

ტოჰოკუს უნივერსიტეტის 4 კამპუსი ქალაქ სენდაიში მდებარეობს: კატაჰირას (片平, Katahira) კამპუსში ადმინისტრაციული ერთეული და მთავარი ინსტიტუტებია განთავსებული. კავაუჩის (川内, Kawauchi) კამპუსი ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთ კამპუსი საბაკალავრო პროგრამებს ეთმობა, ხოლო სამხრეთი კავაუჩი სამართლის, განათლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტებისთვისაა განკუთვნილი. სეირიოს (星陵, Seiryō) კამპუსში მედიცინისა და სტომატოლოგიური საქმის ფაკულტეტებია განთავსებული. აობაიამას (青葉山, Aobayama) კამპუსში მეცნიერების, ინჟინერიის, ფარმაციისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტებია განლაგებული. 2017 წლის აპრილში ამამიიას კამპუსი და რამდენიმე ინსტიტუტი ახლად გაფართოებულ აობაიამას კამპუსს დაემატა.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოჰოკუს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: ხელოვნების, განათლების, სამართლის, ეკონომიკის, მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა, ინჟინერიის, მექანიკური და აეროკოსმოსური ინჟინერიის, საინფორმაციო და სადაზვერვო სისტემების, გამოყენებითი ქიმიის, ქიმიური ინჟინერიისა და ბიომოლეკულური ინჟინერიის, მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტები. უნივერსიტეს აქვს ხელოვნების, განათლების, სამართლის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, მეცნიერების, მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა, კულტურის საერთაშორისო კვლევების, ინფორმაციულ მეცნიერებათა, სიცოცხლის მეცნიერებების, გარემოს კვლევების, საგანმანათლებლო ინფორმატიკის კვლევების დანაყოფის სკოლები.

კვლევითი დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოჰოკუს უნივერსიტეტის მთავარი კარიბჭე)

ტოჰოკუს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებია: ელექტრონული კომუნიკაციების კვლევითი ინსტიტუტი (電気通信研究所, 通研, Denki Tsūshin Kenkyūsjo),[10] განვითარების, დაბერებისა და კიბოს ინსტიტუტი ((加齢医学研究所, Karei Igaku Kenkyūjo),[11] სითხეთა მეცნიერებების ინსტიტუტი (流体科学研究所, Ryūtai Kagaku Kenkyūsyo),[12] მასალების კვლევების ინსტიტუტი (金属材料研究所, 金研, Kinzoku Zairyō Kenkyūsjo),[13] მოწინავე მასალების მრავალდისციპლინური ინსტიტუტი (多元物質科学研究所, Tagen Busshitsu Kagaku Kenkyūjo),[14] კატასტროფების მეცნიერებათა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (災害科学国際研究所, Saigai Kagaku Kokusai Kenkyūjo)[15] და ტოჰოკუს სამედიცინო ორგანიზაცია მეგაბანკი (東北メディカル・メガバンク機構, Tōhoku Medikaru Megabanku kikō).[16]

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოჰოკუს უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. 2020 წელს Times Higher Education-ის იაპონიის უნივერსიტეტის რეიტინგში ტოჰოკუს უნივერსიტეტი პირველ ადგილზე დასახელდა.[17]

2011 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ტოჰოკუს უნივერსიტეტი 70-ე ადგილზე გავიდა,[18] 2010 წელს მე-100-ზე, ხოლო 2012 წელს ― 102-ეზე.

2009 წელს გლობალური უნივერსიტეტების რეიტინგში უნივერსიტეტი 49-ე ადგილზე დასახელდა.[19]

კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოჰოკუს უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმთავრესი კვლევითი დაწესებულებაა იაპონიაში. Thomson Reuters-ის მიხედვით ტოჰოკუს უნივერსიტეტი მეოთხე საუკეთესო უნივერსიტეტია იაპონიაში. უნივერსიტეტის კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია მასალათმცოდნეობაში (პირველი ადგილი იაპონიაში, მესამე ― მსოფლიოში), ფიზიკაში (მე-2 ― იაპონიაში, მე-10 ― მსოფლიოში), ფარმაკოლოგიასა და ტოქსიკოლოგიაში (მე-3 ― იაპონიაში, 64-ე ― მსოფლიოში) და ქიმიაში (მე-6 ― იაპონიაში, მე-20 ― მსოფლიოში).[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.tohoku.ac.jp/en/about/fact_figures.html
  2. Our Members / Tier 3
  3. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  4. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  5. Designated National University | Tohoku University Global Site
  6. Japan University Rankings 2022 en (2022-03-16). ციტირების თარიღი: 2022-07-06
  7. Japan University Rankings 2020 (19 March 2020).
  8. on castle grounds, Tokuku.ac.jp, Retrieved 17 August 2016
  9. 9.0 9.1 History of Tohoku University Campus. tohoku.ac.jp. Tohoku University. ციტირების თარიღი: 7 April 2012
  10. Research Institute of Electrical Communication დაარქივებული 2012-02-08 საიტზე Wayback Machine. On Tohoku University's official website accessed at December 15, 2008
  11. Institute of Development Aging and Cancer დაარქივებული 2016-07-25 საიტზე Wayback Machine. On Tohoku University's official website accessed at December 15, 2008
  12. Institute of Fluid Science დაარქივებული 2016-10-22 საიტზე Wayback Machine. On Tohoku University's official website accessed at December 15, 2008
  13. Institute for Material Research დაარქივებული 2007-08-17 საიტზე Wayback Machine. On Tohoku University's official website accessed at December 15, 2008
  14. Institute of Multidisciplinary Research for Advanced Materials On Tohoku University's official website accessed at December 15, 2008
  15. IRIDeS - International Research Institute of Disaster Science. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  16. ToMMo | Tohoku Medical Megabank Organization ja (2015-02-10). ციტირების თარიღი: 2021-12-24
  17. 「THE世界大学ランキング日本版2020」東北大学が初のトップに|THE世界大学ランキング 日本版
  18. QS World University Rankings 2011/12. topuniversities.com. Quacquarelli Symonds Limited. ციტირების თარიღი: 7 April 2012
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2022-11-07.
  20. Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan ja. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2022-11-07. (this ranking includes non-educational institutions)