ტოქტოგულ სატილგანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტოქტოგულ სატილგანოვი
100 som 2009 ob.jpg
KG035-14.jpg
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი 1864(1864-10-25)
დაბ. ადგილი ტოქტოგული
გარდ. თარიღი 17 თებერვალი 1933(1933-02-17) (68 წლის)
გარდ. ადგილი ყირგიზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
საქმიანობა პოეტი, მომღერალი და აშუღი
ენა ყირგიზული ენა
მოქალაქეობა Flag of Kyrgyzstan.svg ყირგიზეთი
რუსეთის იმპერია

ტოქტოგულ სატილგანოვი (ყირგ.: Токтогул Сатылган уулу; რუს.: Токтогул Сатылганов) (დ. 25 ოქტომბერი, 1864— გ. 17 თებერვალი, 1933) — ყირგიზი აკინი - იმპროვიზაციით მოლექსე და მომღერალი. მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია საბჭოთა პერიოდში, როდესაც იგი სახლხო მუსიკოსად შერაცხეს და მთელ ყირგიზეთში ცნობილი გახდა როგორც "ტოქტოგული". ეს წარმატება მეტწილად განპირობებული იყო მისი რევოლუციამდელი შემოქმედებით, რომელიც გაიგივებული გახდა კლასობრივ წინააღმდეგობასთან. თუმცა თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ მათში უფრო კლანთაშორისი შუღლი და ქიშპობა იყო ასახული. ამის მიუხედავად, ის მიესალმა რევოლუციას და დაწერა პოემა "რა ქალმა შვა ასეთი პიროვნება, როგორიც ლენინია?" მის აღსანიშნავად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ტოქტოგულის სიმღერები ყირგიზ შემსრულებელთა შორის პოპულარულ თემად რჩება. მის სახელს ატარებს მრავალი ქუჩა, პარკი, სკოლა და მისი მშობლიური ქალაქიც კი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]