ტოსტი საქონლის ენით
იერსახე

ტოსტი საქონლის ენით (ინგლ. Tongue toast) — ტრადიციული ღია სენდვიჩი, რომელიც მზადდება შემწვარი საქონლის ენითა და კვერცხით.[1][2] გემოვნებით უმატებენ შავ პილპილსა და ხახვს. საქონლის ენას ზოგჯერ კარაქიან ტოსტზე დადებულსაც მიირთმევენ, შემწვარი კვერცხის ნაცვლად მოხარშულ კვერცხთან ერთად.[3] მიუხედავად იმისა, რომ წესისამებრ ის საუზმისთვისაა განკუთვნილი, კერძს ასევე ამზადებენ სადილსა და ვახშამზე.[4]
სასაუზმე ვერსია მოიცავს მოხარშული, შებოლილი საქონლის ენის, ნაღებისა და ათქვეფილი კვერცხის ნაზავს, რომელსაც ემატება მუსკატის კაკალი, წიწაკა და დაჭრილი ოხრახუში.[5] ზოგიერთ თანამედროვე ვარიანტში მიღებულია ირმის ენის გამოყენება საქონლის ენის ნაცვლად.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thomas Jefferson Murrey, Cookery for Invalids (White, Stokes & Allen, 1887)
- ↑ Sarah Annie Frost, The Godey's Lady's Book Receipts and Household Hints (Evans, Stoddart & Company 1870)
- ↑ Phillis Browne, The Dictionary of Dainty Breakfasts (Cassell 1898, in New York Public Library)
- ↑ Phillis Browne, The Dictionary of Dainty Breakfasts (Cassell 1898, in New York Public Library)
- ↑ Phillis Browne, The Dictionary of Dainty Breakfasts (Cassell 1898, in New York Public Library)
- ↑ Mixed Nuts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-02-16.