ტორლონიის ვილა
ტორლონიის ვილა (იტალ. Villa Torlonia (Rome)) — სასახლე და მისი შემოგარენის ბაღები რომში, იტალიაში, რომელიც ოდესღაც ტორლონიას ოჯახს ეკუთვნოდა. მასში შესვლა ვია ნომენტანადან არის შესაძლებელი.
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი დაპროექტებულ იქნა ნეოკლასიკური არქიტექტორის, ჯუზეპე ვალადიერის მიერ. მშენებლობა დაიწყო 1806 წელს ბანკირ ჯოვანი ტორლონიასთვის (1756-1829) და დასრულდა მისი შვილის, ალესანდროს (1800-1880) მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსოლინიმ იგი ტორლონიებისგან იქირავა წელიწადში ერთ ლირად, რათა გამოეყენებინა როგორც სახელმწიფო რეზიდენცია 1920-იანი წლებიდან. ის და მისი ოჯახი იქ ცხოვრობდნენ შემდეგი 18 წლის განმავლობაში.[1] იგი მიტოვებულ იქნა 1945 წლის შემდეგ და დაზიანდა მომდევნო ათწლეულებში, თუმცა ბოლოდროინდელმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საშუალება მისცა მას, გახსნილიყო საზოგადოებისთვის როგორც მუზეუმი, რომელსაც რომის მუნიციპალიტეტი ფლობს და მართავს.
შენობები და ტერიტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1802-დან 1806 წლამდე ვალადიერმა მთავარი შენობა სასახლედ გადააკეთა და სხვა შენობებიც შეცვალა. მან ასევე დაგეგმა პარკი სიმეტრიული ხეივნებით სასახლის გარშემო. კლასიკური ხელოვნების მრავალი ნიმუში, რომელთა უმეტესობაც ქანდაკებები იყო, შეძენილ იქნა სასახლის გასაფორმებლად. ჯოვანის გარდაცვალების შემდეგ, ალესანდრომ 1832 წელს მხატვარ და არქიტექტორ ჯოვან ბატისტა კარეტის დაავალა ქონების შემდგომი განვითარება. შენობების გაფართოების გარდა, კარეტიმ პარკში რამდენიმე შენობა ააშენა. მათ შორის იყო ცრუ ნანგრევები, სატურნის ტაძარი და ტრიბუნა კონ ფონტანა.
სხვა სამუშაოების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის ალესანდრომ დაიქირავა კვინტილიანო რაიმონდი თეატრისა და ნარინჯის ბაღისთვის (დღეს ცნობილი როგორც „ლიმონის სახლი“), და ჯუზეპე იაპელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მთელ სამხრეთ ნაწილზე, რომელიც მან გარდაქმნა ხეივნებით, პატარა ტბებით, ეგზოტიკური მცენარეებითა და უჩვეულო შენობებით. მათ შორის იყო შვეიცარიული ქოხი (შემდგომში გადაკეთებული როგორც კასინა დელე ჩივეტე), ორანჟერეა, კოშკი და მავრიტანული გროტო, და ტურნირის ველი. პროექტი დასრულდა 1842 წელს ორი ვარდისფერი გრანიტის ობელისკის აღმართვით, რომლებიც ალესანდროს მშობლებს უძღვნა.
1919 წელს ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს III და IV საუკუნის დიდი მიწისქვეშა ებრაული კატაკომბები. სასაფლაოზე დაახლოებით 3,800 საფლავია.[1] ის ჯერ კიდევ არ არის ღია საზოგადოებისთვის, რადგან კატაკომბების გათხრა ბევრმა გააკრიტიკა ებრაული რელიგიური კანონის გამო, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანის სხეული მუდამ დამარხული უნდა დარჩეს.[1] 1925 წელს ვილა მუსოლინის გადაეცა საცხოვრებლად, სადაც ის დარჩა 1943 წლამდე, ზემიწის ნაგებობების მცირედი ცვლილებებით.
მიწისქვეშ, თავდაპირველად ვილის ბაღში საჰაერო თავდასხმისგან თავშესაფარი ააშენეს, შემდეგ კი მშენებლობის მეორე ეტაპზე, თავად ვილის ქვეშ გაცილებით დიდი და კომპლექსური ჰერმეტული ბუნკერი აშენდა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც საჰაერო დაბომბვის, ასევე ქიმიური იარაღისგან დაცვას.[2]
1944 წლის ივნისში მთელი ქონება დაიკავა მოკავშირეთა უმაღლესმა სარდლობამ, რომელიც იქ 1947 წლამდე დარჩა. ვილა [[1977] წელს რომის მუნიციპალიტეტმა შეიძინა და ერთი წლის შემდეგ საზოგადოებისთვის გაიხსნა, თუმცა ბევრი შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო. რესტავრაცია დაიწყო 1990-იან წლებში და ძირითადად დასრულებულია, გარდა მავრიტანული ორანჟერეისა (სერა მორესკა), თუმცა ვილის რესტავრაცია კვლავ მიმდინარეობს.[3] ლანდშაფტური ტერიტორია ინგლისურ „პიქტორესკულ“ სტილშია გაკეთებული.
მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვილაში არსებული მუზეუმი შეიცავს ვილაში აღმოჩენილი ტორლონიას კოლექციიდან ქანდაკებების მცირე ნაწილს და ბაღებში აღმოჩენილ რამდენიმე ნივთს. ჯოვანი და ალესანდრო თითქმის საუკუნის განმავლობაში იყვნენ წამყვანი ფიგურები ხელოვნების შეგროვების სფეროში. გამოფენილი ნამუშევრები ნაწილობრივ შექმნილია ბარტოლომეო კავაჩეპის (1716-1799) მიერ, მეთვრამეტე საუკუნის მოქანდაკე, რესტავრატორი და ანტიკვარიატის დილერი, მას შემდეგ რაც ჯოვანიმ 1800 წელს შეიძინა კავაჩეპის სტუდიოში არსებული ყველა ნამუშევარი.
სხვა ექსპონატები მოდის ტორლონიას სხვა ქონებიდან და მოიცავს ვილის ავეჯის ნაწილებს, რომლებმაც შეძლეს უყურადღებობის წლების გადარჩენა. სხვა ექსპონატები მოიცავს ანტონიო კანოვას სამ თაბაშირის ბარელიეფს, ქალის თავს მიქელანჯელოს სტილში, რამდენიმე ავეჯის ნაწილს და მარმარილოს ფრონტონს აპიას გზაზე არსებული აკლდამიდან. ყველა ეს ნივთი აღმოჩენილ იქნა ბაღებში თეატრის სარდაფში. მუზეუმის ბოლო ნაწილია ჯოვანი ტორლონიას (1872-1938) აღდგენილი საძინებელი, იმ ავეჯის ნაწილებით, რომლებსაც ბენიტო მუსოლინი იყენებდა ვილაში ცხოვრების პერიოდში.
კასინა დელე ჩივეტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კასინა დელე ჩივეტე (პატარა ბუების სახლი) წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნის „შვეიცარული ქოხის“ სერიული გაფართოების შედეგს, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთავარი რეზიდენციიდან თავშესაფრად. იგი დაპროექტებულ იქნა 1840 წელს იაპელის მიერ. სახლის გარე მხარე დაფარული იყო ტუფის ბლოკებით, ხოლო შიგნით დახატული იყო ტემპერით. კომპლექსი ახლა შედგება ორი შენობისგან, მთავარი სახლისა და დანამატისგან, რომლებიც დაკავშირებულია პატარა ხის გალერეით და მიწისქვეშა გასასვლელით. ეს შენობები ცოტა გავს ორიგინალს. 1908 წელს, არქიტექტორმა ენრიკო გენარიმ დაიწყო პატარა შენობის გადაკეთება საცხოვრებლად უზარმაზარი ფანჯრებით, ლოჯიებით, პორტიკებით და კოშკებით, გაფორმებული მაიოლიკით და ვიტრაჟებით.
1916 წლიდან შენობა ცნობილი გახდა როგორც „პატარა ბუების სახლი“, სავარაუდოდ იმიტომ, რომ პატარა ბუს მოტივი ფართოდ გამოიყენება დეკორაციებსა და ავეჯში. კასინა დელე ჩივეტეს დათვალიერება შესაძლებელია მუზეუმის ნაწილის სახით. ოცი ოთახი მოიცავს 54 ცალ ვიტრაჟს, რომლებიც რესტავრაციის შემდეგ დაბრუნებულია თავიანთ ორიგინალურ ადგილებზე, 18 ცალ ვიტრაჟს, რომლებიც შეძენილია და გამოფენილია ცალკე ჩარჩოებზე, და 105 ესკიზსა და მოსამზადებელ კარტონს ვიტრაჟებისთვის.
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალესანდრო ტორლონიამ შეუკვეთა თეატრო ვილა ტორლონია 1841 წელს, და იგი დასრულდა 1873 წელს. შენობა აშენდა არქიტექტორ კვინტილიანო რაიმონდის ხელმძღვანელობით.[4] შენობის შიდა ნაწილი გააფორმა კონსტანტინო ბრუმიდიმ. მან დაზიანება მიიღო ომის შემდეგ მოკავშირეთა ოკუპაციის დროს და მიტოვებული დარჩა სანამ არ აღადგინეს და ხელახლა გახსნეს 2013 წელს.[5] კოვიდ-19 პანდემიის დაწყებამდე 2020 წლის დასაწყისში, თეატრი მასპინძლობდა პერიოდულ საჯარო წარმოდგენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.museivillatorlonia.it/
Villa Torlonia (Rome), ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ტორლონიის ვილა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Tercatin, Rossella. In Rome, spectacular ancient Jewish catacomb's opening haunted by delays en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-31
- ↑ Alan Johnston. (2012-07-15) Mussolini's bunker: Il Duce's futile search for safety. BBC News. ციტირების თარიღი: 2012-07-15
- ↑ Donadio, Rachel (2015-08-07). „Mussolini Slept Here: Unearthing a Roman Villa's Uneasy Past“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2015-08-08.
- ↑ RAIMONDI, Quintiliano. Treccani. ციტირების თარიღი: June 5, 2021
- ↑ Villa Torlonia: ersatz architecture and Mussolini's home in Rome. ციტირების თარიღი: June 5, 2021