ტორე ჰანსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტორე ჰანსენი
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1978 (1978-02-06) (41 წლის)
ნორვეგიის დროშა ნორვეგია
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 2006-დან; 2013-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია

ტორე ჰანსენი (დ. 6 თებერვალი, 1978) — ნორვეგიელი საფეხბურთო მსაჯი, ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო და სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორე ჰანსენი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე „მანდალსკამერატენეში“ 2000-2004 და 2006-2008 წლებში.[1] იგი თამაშობდა ინგლისშიც, „უორკსოპ ტაუნსა“ და „ოსეტ ტაუნში“. 2008 წელს მან დაასრულა საფეხბურთო კარიერა. იგი იყო „მანდალსკამერატენის“ მწვრთნელის ასისტენტი და მოგვიანებით მწვრთნელი. 2009 წლის ივნისში მან ეს თანამდებობა დატოვა და გახდა არბიტრი.[2]

სამსაჯო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანსენის სამსაჯო კარიერა დაიწყო 2006 წელს, ამ რანგში მისი დებიუტი შედგა ნორვეგიის ლიგის მე-7 დონის 6. დივიზიონში. 2007-2009 წლებში მსაჯობდა მესამე, ხოლო 2009-2010 წლებში მეორე დივიზიონში. 2011 წლიდან იგი არის ნორვეგიის პირველი დივიზიონის მსაჯი. 2013 წლიდან არის ფიფას მსაჯი.[3] 2016 წელს გახდა წლის მსაჯი[4] და იმსაჯა ნორვეგიის თასის ფინალზე.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MK-spiller Norges største potet? Norwegian. itromso.no. iTromsø (25 October 2006). წაკითხვის თარიღი: 5 December 2018.
  2. MK-trener slutter Norwegian. smp.no. Sunnmørsposten (29 June 2009). წაკითხვის თარიღი: 5 December 2018.
  3. 3.0 3.1 Han skal dømme KIL-Rosenborg“, www.glomdalen.no, Glåmdalen, 31 October 2016. წაკითხვის თარიღი: 5 December 2018. (Norwegian) 
  4. Mike Jensen er årets spiller i Tippeligaen Norwegian. fotball.no. Norges Fotballforbund (NFF) (6 November 2016). წაკითხვის თარიღი: 5 December 2018.