ტორეტამი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ტორეტამი Төретам | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ოლქი | ყიზილორდა |
| რაიონი | კარმაკში |
| კოორდინატები | 45°40′00″ ჩ. გ. 63°20′00″ ა. გ. / 45.66667° ჩ. გ. 63.33333° ა. გ. |
| დაარსდა | 1906 |
| ადრეული სახელები | ტიურატამი |
| მოსახლეობა | 9 548 კაცი (2009) |
| სასაათო სარტყელი | UTC+6 |
| საფოსტო ინდექსი | 120513 |
| საავტომობილო კოდი | 11 |
ტორეტამი (ადრე ტიურატამი, ყაზახ. Төретам) — სოფელი ყაზახეთის ყიზილორდის ოლქის კარმაკშის რაიონში. ტორეტამის სასფოლო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი.
მდებარეობს ორენბურგ-ტაშკენტის რკინიგზის ხაზზე. მისი მნიშვნელობა გაიზარდა 1955 წლიდან, როდესაც მის მახლობლად დაიწყეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობა. ტორეტამი წარმოადგენს ქალაქ ბაიკონურის სამხრეთით მდებარე გარეუბანს. ქალაქი სოფლისაგან გამოყოფილია რკინა-ბეტონის კედლით. დასაქმებული მოსახლეობის უმეტესობა მუშაობს ბაიკონურში.
სოფელში ორი საშუალო სკოლა და ორი მეჩეთია. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრში მდებარეობს აეროპორტი კრაინი.