ტორაკუსუ იამაჰა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ტორაკუსუ იამაჰა (დ. 20 აპრილი, 1851 — გ. 8 აგვისტო, 1916) — იაპონელი ბიზნესმენი, ანტერპრენერი და Yamaha Corporation დამფუძნებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 20 აპრილს, 1851 წელს ვაკაიამაში, კიის პროვინცია. ტორაკუსუს მამა, კიშუს კლანის ასტრონომი იყო, რომელმაც ტორაკუსუს ასტრონომიის შესახებ წიგნებზე წვდომა მისცა, რის შედეგადაც იამაჰა მოიხიბლა მანქანებითა და ტექნოლოგიებით. 1871 წელს კი იგი წავიდა ნაგასაკიში და დაიწყო მესაათეობის შესწავლა ინგლისელი ინჟინერის ხელმძვანელობით. გარკვეული დროის შემდეგ იამაჰა გახდა ექსპერტი საათის დამზადებაში. მოგვიანებით სამედიცინო იგი აღჭურვილობებმა დააინტერესა და ესეც ადვილად აითვისა, 1886 წელს კი 35 წლის ტორაკუსუმ ამ სფეროში დაიწყო მუშაობა. თუმცა იმის გამო, რომ ჰამაცუცუ მაშინ პატარა ქალაქი იყო, სამედიცინო აღჭურვილობების შეკეთება ტორაკუსუს არ შეეძლო, ამიტომაც ის საათებსაც აკეთებდა და საავადმყოფოს დირექტორ რიქშათს ემსახურებოდა. ახლო მომავალში მან დაიწყო პროექტი ერთოთახიან სახელოსნოში, სამედიცინო აღჭურვილობის სამუშაოს კოლეგის დახმარებით. 1887 წელს, როდესაც პროექტი 2 თვე იყო დაწყებული იამაჰამ და თავისმა კოლეგამ აწარმოეს პირველი იაპონური წარმოების ლერწმის ორღანი. როგორც აღმოჩნდა ინსტრუმენტი ცუდად იყო ჩაფიქრებული, რის გამოც ჰამაცუცუში ტორაკუსუმ ააგო მეორე ორღანი, რომელმაც წინადან გასხვავებით შექება დაიმსახურა. ცოტა ხნის შემგედ მან მიიღო 7 ორღანის შეკვეთა. ამის შემდეგ თავისი ბიზნესი წინ და წინ მიიწევდა და წარმატებულად დამთავრდა მისი კარიერა. გარდაიცვალა 8 აგვისტოს 1916 წელს, იაპონიაში, ავადმყოფობის შედეგად. 1987 წელს, იამაჰას მიერ შექმნილი პირველი ლერწმის ორღანიდან 100 წლის შემდეგ, კომპანიას დაარქვეს Yamaha Corporation, მისი დამფუძნებლის საპატივცემულოდ. [1]