ტოპოზა (ხალხი)
Jump to navigation
Jump to search
ტოპოზა — კარამოჯონგას ხალხის ნაწილი, რომლებიც დღეს უგანდის შემადგენლობაში შედიან. ისინი სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე დღევანდელ აღმოსავლეთ ეკვატორიაში სავარაუდოდ XVI საუკუნეში გადმოსახლდნენ. ტოპოზები მუდმივად ჩართული იყვნენ მეზობლებთან წყლის და საძოვრების გამო წარმოქმნილ კონფლიქტებში.
ტოპოზების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 207 000 ადამიანს და ისინი სამხრეთ სუდანის სიდიდით VI ან VII ეთნიკური ჯგუფია. ტოპოზებს არ ჰყავთ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, ისინი პატივს უფროსებსა და ბელადებს სცემენ. გადაწყვეტილებებს იღებენ საერთო კრებებზე, რომლებსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან. ტოპოზებს სჯერავთ ერთი ზეძალის და ანცესტრალური სულის. სამოქალაქო ომების დროს ისინი მხარს უჭერდნენ ხან სამხრეთ სუდანის განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხან სუდანის არმიას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- CROSS-BORDER PEACE & SPORTS PROGRAMME FOR YOUTH WARRIORS SUDAN/UGANDA/KENYA. Seeds of Peace Africa (2009-2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 16 July 2011.
- Donham, Donald Lewis; James, Wendy (1986) The Southern marches of imperial Ethiopia: essays in history and social anthropology. CUP Archive.
- Eastern Equatoria State Profile. United Nations Mission in Sudan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 16 July 2011.