ტონი ჰოუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტონი ჰოუკი
Skater Tony Hawk.jpg
ტონი ჰოუკი 2006 წლის ნოემბერში
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ენტონი ფრენკი ჰოუკი
მეტსახელ(ებ)ი „ადამიანი ჩიტი“[1]
ეროვნება ამერიკელი
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1968 (1968-05-12) (54 წლის)[2]
დაბ. ადგილი კარლსბადი, კალიფორნია
სიმაღლე 1.91 სმ
წონა 78 კგ
საიტი tonyhawk.com
სპორტი
ქვეყანა აშშ
სპორტი სკეიტბორდინგი
სახეობა ვერტიკალური სკეიტბორდინგი
ჯილდოები ჯეიმზ ჯოისის ჯილდო[3]

ენტონი ფრენკი „ტონი“ ჰოუკი (ინგლ. Anthony Frank „Tony“ Hawk; დ. 12 მაისი, 1968, კარლსბადი, კალიფორნია, აშშ), ასევე ცნობილი ზედმეტსახელით „ადამიანი ჩიტი“ — ამერიკელი პროფესიონალი სკეიტბორდისტი, მსახიობი და სკეიტბორდული კომპანია Birdhouse Skateboards-ის დამაარსებელი და მფლობელი. პირველი დარეგისტრირებული სკეიტებორდისტი, რომელმაც შეასრულა ტრიუკი Indy 900 (ნახტომი რამპაზე — შემოტრიალება 900 გრადუსით საკუთარი თავის გარშემო). 2002 წელს გახდა ახალგაზრდა ჰოლივუდის პრემიის ლაურეატი. ის მიიჩნევა ვერტიკალური სკეიტბორდინგის ერთ-ერთ პიონერად.[4]

დაიბადა კარლსბადში, კალიფორნიაში, ნენსი და ფრანკ პიტერ რუპერტ ჰოუკების ოჯახში და გაიზარდა სან-დიეგოში. 2002 წელს შექმა ექსტრემალური სპორტის გამოფენა „Boom Boom HuckJam“, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში. მისი კარიერის განმავლობაში ჰოუკმა მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფილმში, სხვადასხვა შოუებსა და ვიდეო თამაშებში. 1999 წლიდან კომპანია Activision ჰოუკთან თანამშრომლობით ქმნის ვიდეო თამაშების სერიას „Tony Hawk's“.[5] ის ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. 2014 წელს ჟურნალმა FoxWeekly ტონი ჰოუკი დაასახელა ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან სკეიტბორდისტად.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Birdman Tony Hawk lands in Sydney for the tenth anniversary of Bondi's Bowl-A-Rama. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2014.
  2. http://www.biography.com/people/tony-hawk-40989
  3. https://archive.ph/20130217201107/http://www.independent.ie/national-news/skater-ramps-it-up-for-students-1698035.html#selection-2743.94-2743.101
  4. Home en-US. ციტირების თარიღი: 2017-02-13
  5. Cohn, Gary. (17 სექტემბერი, 2009) Tony Hawk Carves a New Niche. Entrepreneur. Entrepreneur Media, Inc. ციტირების თარიღი: 22 August 2012.
  6. Joey Betancourt. (15 Feb 2014) Top 15 Most Influential Skateboarders Of All-Time. Sports Fox. Fox Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 15 Feb 2014.