ტონი ბრექსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Gobrona.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2018 წლის 16 სექტემბერი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ტონი ბრექსტონი
Toni Braxton press photo 2015.png
ბრექსტონი 2015 წელს
მშობ. სახელი Toni Braxton
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1967 (1967-10-07) (50 წლის)[1][2]
სევერნი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • ჩანაწერის პროდიუსერი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) კერი ლუისი (იქ. 2001; გაშორდა 2013)
პარტნიორ(ებ)ი ბრაიან უილიამსი (2016-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მუსიკალური კარიერა
ჟანრი
ინსტრუმენტები
ლეიბლი
საიტი tonibraxton.com

ტონი მიშელ ბრექსტრონი (ინგლ. Toni Michelle Braxton; დ. 7 ოქტომბერი, 1967, სევერნი, მერილენდი) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, ჩანაწერის პროდიუსერი, მუსიკის ტექსტების ავტორი და მსახიობი. 1980-იან წლებში თავის დებთან ერთად მღეროდა ჯგუფში The Braxtons.

1990-იან წლებში ბრექსტონმა მიიპყრო პროდიუსერების ელ-რეი რიდისა და Babyface-ის ყურადღება და ხელშეკრულება გააფორმა LaFace Records-თან. მისივე სახელის მქონე სადებიუტო ალბომმა Toni Braxton (1993)[5] Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია[6] და გაიყიდა 10 მილიონი ასლის რაოდენობით.[7][8] ალბომში შედიოდა ისეთი განთქმული სინგლები როგორებიცაა „Another Sad Love Song“ და „Breathe Again“. ალბომმა ბრექსტონს მოუტანა სამი გრემის ჯილდო.[9]

1996 წელს გამოსულ მეორე ალბომ Secrets-ს კიდევ ურო მეტი წარმატება ხვდა წილად, სადაც შედიოდა სინგლები „You're Makin' Me High“ და „Un-Break My Heart“. ალბომის გაყიდვებმა 15 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.[10] „Un-Break My Heart“ იქცა ტონი ბრექსტონის პირველ სინგლად, რომელიც აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ ალბომისთვის ბრექსტონს გადაეცა ორი გრემი.

მისი მესამე ალბომი The Heat (2000) გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე აღმოჩნდა,[11] ხოლო სინგლმა „He Wasn't Man Enough“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მომღერალს რიგით მეექვსე გრემი მოუტანა.[12]

ბრექსტონმა აგრეთვე გამოსცა ალბომები: More Than a Woman (2002), Libra (2005) და Pulse (2010). 2014 წელს რეპერ Babyface-თან ერთად გამოუშვა ალბომი Love, Marriage & Divorce, რისთვისაც 2015 წელს მეშვიდე გრემი გადაეცა.[13]

კაერიერის განმავლობაში ბრექსტონმა გაყიდა 67 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 41 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მან ჯამში მიიღო შვიდი გრემი.[14], ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, შვიდი ამერიკული მუსიკის ჯილდო და სხვა.

აშშ-ის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ იგი ყველა დროს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ მომღერლად დაასახელა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Taylor, Derrick Bryson. (7 ოქტომბერი, 2012) Happy 45th Birthday, Toni Braxton!. Essence. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2013.
  2. PHOTOS: Toni Blows Out The Candles For Her 46th Birthday (7 ოქოტმბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი, 2016.
  3. Huey, Steve. Toni Braxton – Music Biography, Credits and Discography. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2012.
  4. Otterson, Joe. (6 ოქტომბერი, 2015) Lifetime Finds Its Toni Braxton for Biopic. TheWrap. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2016.
  5. Toni Braxton: Music: Toni Braxton. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2006.
  6. Toni Braxton Chart History (Billboard 200). Billboard. წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2018.
  7. Toni Braxton Back On Top After Bankruptcy. Jet (17 ივლისი, 2000). წაკითხვის თარიღი: 5 სექტემბერი, 2010.
  8. Maza, Erik. (11 აპრილი, 2011) Toni Braxton's decade-long record sales slump. The Baltimore Sun. წაკითხვის თარიღი: May 6, 2018.
  9. Toni Braxton. Yahoo! TV (14 მარტი, 2003). წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2006.
  10. (17 ივლისი, 2000) Jet – Google Livros. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი, 2010. 
  11. Billboard 200 Albums – Year-End 2000". Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 მაისი, 2018.
  12. Taylor, Chuck. (19 October 2002) Braxton is back with 'More'. Billboard. წაკითხვის თარიღი: 11 აგვისტო, 2017.
  13. The Official Site of Music's Biggest Night. GRAMMY.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 თებერვალი, 2012. წაკითხვის თარიღი: 8 ივლისი, 2015.
  14. grammy.com