შინაარსზე გადასვლა

ტონიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტონიე (კორ. 동예?, 東濊?) — ადრეული კორეის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. არსებობდა 150-დან 400 წლამდე. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა კოგურიო და ოქჩო; სამხრეთით - ჩინჰანის კონფედერაცია, ხოლო დასავლეთით - ჩინეთის რაიონი ლოლანი.

ითვლება, რომ ტონიე იმავე ხალხით იყო დასახლებული, რომლითაც კოგურიო. ორი ქვეყნის მცხოვრებთა ენა და ეთნიკური წარმომავლობაც ერთნაირი იყო. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პუიოდან და კოჩოსონიდან იყვნენ. ამ ეპოქის ჩანაწერების მიხედვით, მოსახლეობა 20 000 ოჯახს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]