ტომ კლევერლი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ტომას უილიამ კლევერლი | ||
დაბადების თარიღი | 12 აგვისტო, 1989 | ||
დაბადების ადგილი |
ბეიზინგსტოკი, გაერთიანებული სამეფო | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
უოტფორდი (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1998–2000 | ბრედფორდი | ||
2000–2008 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2015 | მანჩესტერ იუნაიტედი | 55 | (3) |
2009 | → ლესტერ სიტი | 15 | (2) |
2009–2010 | → უოტფორდი | 33 | (11) |
2010–2011 | → უიგან ატლეტიკი | 25 | (4) |
2014–2015 | → ასტონ ვილა | 31 | (3) |
2015–2017 | ევერტონი | 32 | (2) |
2017 | → უოტფორდი | 17 | (0) |
2017–2023 | უოტფორდი | 28 | (2) |
სულ | 328 | (38) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2009 | ინგლისი 20-წლ. | 1 | (2) |
2009–2011 | ინგლისი 21-წლ. | 16 | (0) |
2012 | დიდი ბრიტანეთი[ა] | 5 | (0) |
2012–2013 | ინგლისი | 13 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2024– | უოტფორდი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ტომას უილიამ (ტომ) კლევერლი (ინგლ. Thomas William Cleverley; დ. 12 აგვისტო, 1989) — ინგლისელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2024 წლიდან „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო „ბრედფორდ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდში. 12 წლის ასაკში შეუერთდა „მანჩესტერ იუნაიტედს“. 2007–09 წლებში თამაშობდა „მანჩესტერის“ სარეზერვო გუნდში, ზოგჯერ პირველ გუნდშიც თამაშობდა ამხანაგურ მატჩებში. 2009 წლის დასაწყისში იჯარით გადავიდა პირველი ლიგის კლუბ „ლესტერ სიტიში“. ის დაეხმარა გუნდს ინგლისის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატში გადასვლაში.
2009–10 წლების სეზონში გამოდიოდა „უოტფორდში“, ჩემპიონატში. ითამაშა 33 მატჩში და გაიტანა 11 გოლი და დასახელდა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
2010 წლის 31 აგვისტოს ის შეუერთდა „უიგან ატლეტიკს“ იჯარით, სადაც 25 მატჩში გაიტანა 4 გოლი და დაეხმარა გუნდს პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.
2011–12 წლების სეზონში დაბრუნდა „მანჩესტერში“ და მისი დებიუტი შედგა ინგლისის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში.
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ კლევერლი დარჩა „უოტფორდში“ და 17-წლამდელთა მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. 2024 წლის 9 მარტს გამოცხადდა, რომ კლევერლი დაინიშნა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად. 24 აპრილიდან კი მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.[1]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ინგლისი![]() | |||
2012 | 6 | 0 | |
2013 | 7 | 0 | |
ჯამში | 13 | 0 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინგლისის საფეხბურთო პირველი ლიგა: 2008–09[2]
- ინგლისის პრემიერლიგა: 2012–13
- ინგლისის სუპერთასი: 2011, 2013
- ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისტი: 2014–15
- ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისტი: 2018–19
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „უოტფორდის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 2009–10[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტომ კლევერლი — ManUtd.com
- ტომ კლევერლი — LCFC.com
- ტომ კლევერლი — watfordfc.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Watford confirm Tom Cleverley as new manager
- ↑ Player of the Season. BBC Sport.
- ↑ Player of the Season. WatfordFC.com.
- ↑ დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრები
- დაბადებული 12 აგვისტო
- დაბადებული 1989
- ინგლისელი ფეხბურთელები
- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- უიგან ატლეტიკის ფეხბურთელები
- ბრედფორდ სიტის ფეხბურთელები
- ლესტერ სიტის ფეხბურთელები
- უოტფორდის ფეხბურთელები
- ასტონ ვილას ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ევერტონის ფეხბურთელები
- ინგლისელი ფეხბურთის მწვრთნელები