ტომსკის წმინდა როზარიას ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
ტომსკის წმინდა როზარიას ღვთისმშობლის კვართის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°29′22″ ჩ. გ. 84°57′09″ ა. გ. / 56.48944° ჩ. გ. 84.95250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტომსკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1833 |
ტომსკის წმინდა როზარიას ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Пресвятой Богородицы Царицы Святого Розария) — კათოლიკური ტაძარი ტომსკში. მდებარეობს ბაკუნინის ქუჩა № 4-ში. აგებულია 1833 წელს.
ტაძარში მოღვაწეობენ „ქველმოქმედების მისიონერების“ (დედა ტერეზას დების) ორდენის დები. ტაძართან ფუნქციონირებს გიმნაზია და უსახლკაროთა თავშესაფარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომსკში პირველი კათოლიკეები გამოჩნდნენ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. კათოლიკური მოსახლეობა გამრავლდა ნაპოლეონის ომების, პოლონეთის 1830 და 1863 წლების აჯანყებების შემდეგ.
კათოლიკური ტაძარი ააშენეს 1833 წელს არქიტექტორ კ. გ. ტურსკის პროექტის მიხედვით და აკურთხეს 1833 წლის 1 ოქტომბერს. ტომსკის ეკლესია გახდა პირველი კათოლიკური ტაძარი დასავლეთ ციმბირში. 1856 წელს ააგეს აგურის სამრეკლო გავრილ ბატენკოვის პროექტის მიხედვით.
1862 წელს ტაძარში დაამონტაჟეს ორგანი.
XX საუკუნის დასაწყისისათვის ტომსკის მრევლი გახდა ყველაზე დიდი კათოლიკური გაერთიანება ციმბირში, რომელთა საერთო რიცხვმა 15 000 შეადგინა. მრევლის ნაციონალური შემადგენლობაც მრავალფეროვანი იყო. 1902 წელს ეკლესიაში ახალი ორგანი დაამონტაჟეს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ ფუნქციონირებდა, მაგრამ 1938 წელს დახურეს და „ხალხს გადასცეს“. მოგვიანებით შენობაში განათავსეს ნკვდ-ს თავლა. ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ შენობაში განათავსეს ქალაქის პლანეტარიუმი.
კათოლიკური ეკლესიის ნორმალური მოქმედება რუსეთში დაიწყო XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ტაძარი გადაეცა კათოლიკე მრევლს 1990 წელს. 1991 წლის 6 ოქტომბერს შედგა ტაძრის საზეიმო კურთხევა და ხელახლა გახსნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Костел // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 167. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сайт прихода
- История костёла — «Костелъ в Томскѣ» «Городъ Томскъ» — Справочникъ, изданiе Сибирскаго Т-ва Печатнаго Дѣла в Томскѣ. Томскъ, 1912; стр. 109, 110, 111, 112