ტომსკის წითელი მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Красная мечеть.jpg

ტომსკის წითელი მეჩეთი (რუს. Красная мечеть) — ქვისგან აშენებული მეჩეთი ტომსკში. იგი აგებულია 1904 წელს ძველი ხის მეჩეთის ადგილზე. სახელი მიიღო კედლის ფერის გამო. მეჩეთი არის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომსკის პირველი მეჩეთები იყოს ხისგან აგებული, მათ შორის პირველი ააგეს 1810 წელს, შემდეგ კი დაიწვა. მის ადგილზე, თათრების ქუჩისა და ამჟამინდელი ტრიფონოვის ქუჩის გადაკვეთაზე ააგეს მეორე ხის მეჩეთი, რომელიც ასევე დაიწვა 1900 წელს.

შემდეგი მეჩეთი ააგეს 1901-1904 წლებში ხამზა ხამიტოვის ინიციატივითა და ვაჭარ ქარიმ ხამიტოვის ფინანსებით. 1907 წელს მეჩეთის საიხლოვეს ააგეს მედრესე. მოსახლეობაში იგი ცნობილია ხამიტოვის მედრესეს სახელით.

1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მეჩეთი დახურა, შენობას გამოიყენებდნენ როგორც კინოდარბაზად, ლიქიორის ქარხანად, საკვები პროდუქტების ქარხანა „ტომსკის“ საამქროდ.

1995-1997 წლებში მუსულმანებმა დაიბრუნეს მედრესეს შენობა. ამ შენობის მეორე სართულს გამოიყენებდნენ ლოცვისათვის. მეჩეთის შენობა მორწმუნეებს დაუბრუნდათ მხოლოდ 2002 წელს ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში. ააგეს დაკარგული მინარეთი და გუმბათი. მეჩეთის იმამი გახდა ნიზომუტდინ ჟუმაევი.

2014 წლის დეკემბერში დასრულდა წითელი მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოები. 2015 წელს გაიმართა გარემონტებული შენობის გახსნის ცერემონიალი, რომელსაც სტუმრობდნენ დელეგაციის წევრები ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, რუსეთის აზიური ნაწილის პარლამენტებიდან, ასევე ტომსკის ოლქისა და ქალაქის მმართველი ორგანოების წარმომადგენლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]