ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა
Научная библиотека Томского государственного университета
Tomsk State University Library.jpg
ქვეყანა რუსეთი
დაარსდა 1880
მდებარეობა ტომსკი, ლენინის პროსპექტი 34ა
კოორდინატები 56°28′04″ ჩ. გ. 84°56′58″ ა. გ. / 56.46778° ჩ. გ. 84.94944° ა. გ. / 56.46778; 84.94944
კოლექცია
შეგროვებული ნივთი წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, ხელნაწერები, დისერტაციები, ელექტრონული გამოცემები, აუდიოვიზუალური დოკუმენტები და სხვ.
მოცულობა 3,8 მლნ ერთეული
სხვა ინფორმაცია
დირექტორი მიხეილ შეპელი
პერსონალი 168
საიტი www.lib.tsu.ru
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010022000

ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (რუს. Научная библиотека Томского государственного университета) — ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ერთ-ერთი უმსხვილესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა რუსეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო ბიბლიოთეკა გაიხსნა 1888 წელს. ბიბლიოთეკის დამაარსებელი იყო ვასილი მარკის ძე ფლორინსკი ექიმი და მწერალი, ტომსკში ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე პირველი უნივერსიტეტის ამშენებელი.

ბიბლიოთეკა დაფუძნდა გრიგორ სტროგანოვის, ვასილი ჟუკოვსკის, სერგეი გოლიცინის, ალექსანდრე ნიკიტენკოსა და სხვათა პირად ბიბლიოთეკებზე. პირველი საჩუქარი იყო გრაფ ალექსანდრე სტროგანოვის ბიბლიოთეკა. ვასილი ჟუკოვსკის ბიბლიოთეკა მისმა შვილმა გადასცა ახლად დაფუძნებულ ბიბლიოთეკას, ხოლო 1879 წელს ტავისი ფონდი გადასცა ა. სიბირიაკოვმაც.

1880 წლის 26 აგვისტოს შედგა ბიბლიოთეკის შენობის საზეიმოდ საფუძვლის ჩაყრა. 1885 წლისათვის შენობის მშენებლობა დასრულდა. 1885 წლის ივლისში უძველესი და ახალი ენების ექსპერტი, ისტორიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ს. კუზნეცოვი მიიწვიეს მთავარ ბიბლიოთეკრად.

1912-1914 წლებში უნივერსიტეტის პარკის ტერიტორიაზე ბიბლიოთეკარებისათვის აშენდა შენობა ნეოკლასიციზმის სტილში არქიტექტორ ანდრეი კრიაჩკოვის პროექტის მიხედვით.

2006 წლის აპრილში ბიბლიოთეკაში გაიმართა VII რუსულ-გერმანული სამთავრობოთაშორისო მოლაპარაკების ღონისძიებათა ნაწილი ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის მონაწილეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вузовские библиотеки Западной Сибири: опыт работы : сб. статей. Вып. 23-29. — Томск: Издательство Томского университета, 1997-2011.
  • Ерохина, Г. С. Научная библиотека Томского университета: выбор пути / Г. С. Ерохина, Г. И. Колосова // Вестник РФФИ. — 1997. — № 3. — С. 40-44.
  • Ерохина, Г. С. Научная библиотека Томского университета: из века XIX в век XXI / Г. С. Ерохина, Г. И. Колосова // Очерки истории Томской культуры. — Томск: Департамент по культуре Томской области, 2010. — С. 63-76.
  • Филимонов, М. Р. Книжная сокровищница Сибири. К 100-летию со дня открытия Научной библиотеки ТГУ. — Томск: Издательство Томского университета, 1988. — 194 с. — (Оцифровано в НБ ТГУ, формат PDF, размер 6.5 Mb).
  • Marquand J. Development Aid in Russia: Lessons from Siberia / J.Marquand. — London: Macmillan, 2009. — 304 p.
  • Научная библиотека // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 229-230. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]