ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი
Томский художественный музей.jpg
კოორდინატები: 56°28′58″ ჩ. გ. 84°56′50″ ა. გ. / 56.48278° ჩ. გ. 84.94722° ა. გ. / 56.48278; 84.94722
დაარსდა 1979
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7000192000
დირექტორი ელენა იანინა
ვებსაიტი artmuseumtomsk.ru
ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი (რუსეთი)
Museum icon.svg

ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი (რუს. Томский областной художественный музей) — კულტურული დაწესებულება ტომსკის ტერიტორიაზე, დაარსებულია 1979 წელს. მუზეუმის დირექტორია ელენა იანინა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმი დაარსდა 1979 წლის 1 ოქტომბერს ტომსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტლების საფუძველზე. მუზეუმის ძირითად ექსპოზიციას შეადგენდა ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამხატვრო განყოფილების ექსპონატები. 1982 წელს მუზეუმს გადაეცა ვაჭარ ნატალია ივანეს ასული ორლოვას ყოფილი საშემოსავლო სახლი (არქიტექტორი კ. კ. ლიგინი, 1903 წელი).

მუზეუმის კოლექციის ფორმირება დაიწყო 1920-იანი წლებიდან. იმ პირველ 50 ნახატს შორის, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურისა და ხელოვნების დაცვის სექციიდან მიიღო ახალმა მუზეუმმა, იყო ვასილი სურიკოვის ნახატი „გოგონას თავი“[1] და პეტრე კონჩალოვსკის „ნატურმორტი ბეგონიებით“.[2][3] 1929 წელს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდიდან და ტრეტიაკოვის გალერეიდან გადაეცა ვასილი ტროპინინის „მაზურინების პორტრეტები“,[4] ვ. ა. სეროვის „ა. ვ. კასიანოვის პორტრეტი“,[5] ორესტ კიპრენსკის „ა. ი. კორსაკოვის პორტრეტი“,[6] ვასილი პოლენოვის, ლევ კამენევის და ასევე XVIII–XIX საუკუნეების ფერმწერთა პეიზაჟები. ასევე მიიღეს სურათები და აკვარელი, მათ შორის ფილიპ მალიავინისა და არისტარხ ლენტულოვის ნამუშევრები. 1940-იან წლებში ტომსკში შეიძინეს პავლე სვედომსკისა და მიხაილ კლოდტის ნამუშევრები.[7] საჩუქრად მიღეს პავლე პლეშჩანოვის პორტრეტული ნამუშევრები. მუზეუმების ფონდებში არის აგრეთვე მაქსიმილიან ვოლოშინის ექვსი აკვარელი.[8]

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოლქო სამხატვრო მუზეუმის ფილიალებია ტომსკის ხის ხუროთმოძღვრების მუზეუმი (კიროვის პროსპექტი, სახლი 7), ჩაინსკის სურათების გალერეა (სოფელი პოდგორნოე, ჩაინსკის რაიონი) და ჩრდილოეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი (სოფელი კარგასოკი, კარგასოკის რაიონი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Томский областной художественный музей // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 370—371. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]