ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
56°28′35″ ჩ. გ. 84°57′02″ ა. გ. / 56.47639° ჩ. გ. 84.95056° ა. გ. / 56.47639; 84.95056
დაარსდა 1838-1886
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ტომსკი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010027000
დირექტორი სვიატოსლავ პერეხოჟევი
ოფიციალური საიტი [tomskmuseum.ru tomskmuseum.ru]
Map

ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Томский областной краеведческий музей) — უმსხვილესი კულტურული დანაყოფი ტომსკის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც ინახება 140 000-ზე მეტი ნივთი. მუზეუმის დირექტორია სვიატოსლავ პერეხოჟევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1838 წელს ოქროსმწარმოებელმა ივანე ასტაშევმა დაიწყო ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა ქალაქის ახალ, პრესტიჟულ რაიონში იურტოჩნაის მთაზე. სახლი ააგეს ამპირის სტილში. 1842 წელს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

უკვე ასტაშევის გარდაცვალების შემდეგ, 1878 წელს სახლი შეიძინა ტომსკის სასულიერო უწყებამ და გამოიყენებოდა როგორც ტომსკის სასულიერო პირების რეზიდენცია.

1920 წელს ტომსკში კოლჩაკოვის რეჟიმის დაცემის შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია, შენობაში განათავსეს საერთო საცხოვრებელი. 1922 წელს აქ მუზეუმი გახსნეს. დიდი სამამულო ომის დროს მუზეუმში განათავსეს ტულის სამხედრო-ტექნიკური სასწავლებელი და ტომსკის პედაგოგიური ინსტიტუტი.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის დაარსების თარიღად ითვლება 1922 წლის 18 მარტი, როდესაც ტომსკელი ოქროსმწარმოებლის ივან ასტაშევის ყოფილ სახლში განათავსეს პირველი ექსპოზიცია. 1922 წლის ოქტომბერში მუზეუმს ეწოდა ტომსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1940 წლიდან 1946 წლამდე მას ეწოდებოდა ტომსკის საქალაქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ხოლო 1946 წლიდან ტომსკის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

1922 წელს მას სათავეში ჩაუდგა და 1933 წლამვე ხელმძღვანელობდა მიხეილ შატილოვი.

1985 წლის ივლისიდან 1997 წლის ოქტმბრამდე მუზეუმი დახურული იყო რემონტის გამო, რაც გამოიწვია შენობის ავარიულმა მდგომარეობამ.

ამჟამად მუზეუმში ინახება 141 651 ერთეული დაცული ნივთი, რომელთაგან 130 000 შესულია ძირითად ფონდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Томский областной краеведческий музей: Альбом/Отв. ред. Э. И. Черняк. Томск: Изд-во ТГУ.2003. 186 с.
  • Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. Н. М. Дмитриенко. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — C. 368-369. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]