ტომსკის სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომსკის სამების ტაძარი
ტომსკის სამების ტაძარი — რუსეთი
ტომსკის სამების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°29′26″ ჩ. გ. 84°57′53″ ა. გ. / 56.49056° ჩ. გ. 84.96472° ა. გ. / 56.49056; 84.96472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7000195000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კარლ ტურსკი
თარიღდება 1841-1844

ტომსკის სამების ტაძარი (რუს. Свято-Троицкий храм) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ტომსკში. აგებულია 1841-1844 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტომსკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი შენდებოდა 1841-1844 წლებში გუბერნიის არქიტექტორის, კარლ ტურსკის პროექტის მიხედვით. ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ იგი აკურთხა ტომსკისა და ენისეის ეპისკოპოსმა ათანასემ.

ტაძარი ააგეს ტომსკის ედინოვერების საზოგადოების დაფინანსებით. ძირითადი შემომწირველი იყო სტაროობრიადცელი ვაჭარი პ. ი. პოზდეევი.

1858 წელს ტაძარს მიაშენეს ჩრდილოეთის ეგვტერი მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიელის სახელზე.

1876-1877 წლებში მიაშენეს სამხრეთი ეგვტერი დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელზე. ეგვტერი აკურთხეს 1887 წელს.

ტაძართან მომქედებდა ორი ერთკლასიანი სასწავლებელი: ვაჟთა და ქალთა საკვირაო სასწავლებლები, რომლებიც ააგეს 1910 წელს არქიტექტორ ვიქტორ ხაბაროვის პროექტის მიხედვით. XX საუკუნის დასაწყისში ტომსკელმა ვაჭარმა ნ. ტიხონოვმა ეკლესიის გარშემო გააშენა ბაღი.

1920 წელს ტომსკის ედინოვერული საზოგადოება არ იყო მრავალრიცხოვანი. 1925 წლის 23 მაისს ტომსკის სამების ეკლესიის მრევლმა და ქალაქის აღმასკომმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ღვთისმსახურებისათვის გაკუთვნილი ნივთების სასწრაფო და უფასო გამოყენების შესახებ.

1936 წელს ეპისკოპოსმა სერაფიმე შამშინმა დახურული აღდგომის ეკლესიიდან კათედრა გადაიტანა სამების ტაძრის ერთ-ერთ ეგვტერში. სამების ტაძარი მალევე გახდა საკათედრო. 1937 წელს სერაფიმე დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბოლშევიკებმა დაწვეს ხატები, წიგნები და საეკლესიო არქივი. ფაქტობრივად ტაძარმა მოქმედება შეწყვიტა 1937 წლის 27 სექტემბერს ტომსკის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 1940 წლისათვის ტომსკის ეპარქიის ყველა ტაძარი დახურეს, გარდა სამების ტაძრისა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსახურება განაახლა ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარმა. 1990-იანი წლებისათვის ტომსკში მხოლოდ ეს ორი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი იყო.

დღეისათვის ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Троицкая церковь // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 379. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]