ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი — რუსეთი
ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°27′37″ ჩ. გ. 84°57′40″ ა. გ. / 56.46028° ჩ. გ. 84.96111° ა. გ. / 56.46028; 84.96111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
სასულიერო სტატუსი აღარ არსებობს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7000946000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1876

ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი (რუს. Богородице-Алексеевский монастырь) — უკვე აღარ არსებული დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ტომსკში. მონასტერი დაარსებულა 1876 წელს. არსებობდა 1920 წლამდე, ხოლო 1950-იან წლებში შენობაც დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ისტორია იწყება 1864 წლიდან, როდესაც დაარსდა ტომსკის ქალთა საზოგადოება ე. ე. მიხეევაიას (აღკვეცის მერე იღუმენია ევპრაქსია) ხელმძღვანელობით. საზოგადოება ჩამოყალიბდა მიწაზე, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე სტუდენტური, სასწავლო, ვერშინინისა და უსოვის ქუჩებს შორის. 1876 წელს საზოგადოება დედათა მონასტრად გადაკეთდა. 1866-1872 წლებში შენდებოდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

1877 წლისათვის დააარსეს სკოლა გოგონებისათვის, რომელსაც მფარველობდა იმპერატორი ანა თედორეს ასული. შემოწირულობის თანხებით იღუმენია ევპრაქსიამ სკოლისათვის 1870-1878 წლებში ააშენა ქვის ორსართულიანი კორპუსი (არქიტექტორები ნ. ი. შეფელდი და ა. პ. ბეხტერი) გვიანი რუსული კლასიციზმის სტილში, რომელიც განიცდიდა მოდერნის სტილის ძლიერ გავლენას.

1891 წლის 5 ივლისს მონასტერს ესტუმრა და ფულადი თანხა აჩუქა ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძემ (მომავალში იმპერატორი ნიკოლოზ I).

1920 წელს მონასტერი დახურეს და მის სათავსოებში განათავსეს საბავშვო სახლი. 1929-1930 წლებში შეწყდა ღვთისმსახურება მონასტრის ეკლესიებში, ტერიტორია დაიკავა ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტურმა ქალაქმა. 1950-იანი წლების დასაწყისში ეკლესია დაანგრიეს და მონასტრის ტერიტორიაზე ააშენეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი.

1996 წელს ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე ააშენეს დომნა ტომსკელის სახელობის სამლოცველო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • М. В. Фаст, Н. П. Фаст. Нарымская Голгофа. — Томск: Водолей Publishers, 2004. — С. 390—394. — 560 с. — 1000 экз. — ISBN 5-902312-26-4.
  • Иоанно-Предтеченский женский монастырь // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 135. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]