შინაარსზე გადასვლა

ტომსკის თეთრი მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომსკის თეთრი მეჩეთი (რუს. Белая мечеть) — ქვისგან აშენებული მეჩეთი ტომსკში. იგი აგებულია 1913 წელს. მეჩეთი არის ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომსკის თეთრი ჯუმა-მეჩეთი ააგეს 1913 წელს გუბერნიის მთავარი არქიტექტორის, ავსტრიული წარმოშობის, ანდრეი ლანგერის პროექტის მიხედვით. ანდრეი ლანგერი ავტორია ათობით პროექტისა, მათ შორის არის ტომსკის რამდენიმე ეკლესია, სინაგოგები, დრამატული თეატრი. ანდრეი ლანგერმა თეთრი მეჩეთი დააპროექტა მოდერნის არქიტექტურულ სტილში ისლამური დეკორაციებით. ტომსკის „მაგომეტოვის“ საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისში ხამზა ხამიტოვის ხელმძღვანელობით ცხოვრობდა აღმავლობის ეპოქაში, როგორც სასულიერო, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამბობენ, რომ ყოველ პარასკევის ნამაზზე, წითელ მეჩეთში გროვდებოდა მსხვილი თანხა მეორე მეჩეთის ასაშენებლად, რომელსაც ქალაქში უწოდეს თეთრი მეჩეთი კედლის ფერის გამო.

ჯუმა-მეჩეთი აღმოჩნდა ლანგერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი. 1916 წელს არქიტექტორი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. თეთრი მეჩეთის პირველი ოფიციალური მოლა 1917 წელს გახდა იაჰია ნურმუჰამედოვი, რომელიც ტომსკში გააგზავნეს უფის სასულიერო კრებიდან. ტომსკში მოლად დანიშვნამდე იაჰია ნურმუჰამედოვი მსახურობდა მოლად ორენბურგის კაზაკთა ჯარში.

1939 წლის 10 ოქტომბერს საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების მიხედვით თეთრი მეჩეთი დახურეს. შენობა გადაეცა თათართა ეროვნულ სკოლას. მოგვიანებით მისი მინარეთი დაანგრიეს, ხოლო თავად შენობა კულტურული სპორტის დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1960-იანი წლებიდან კი აქ განათავსეს ფანქრის ფაბრიკის საამქრო. მეჩეთი მორწმუნეებს დაუბრუნდა 1990 წელს. იგი გაარემონტეს 1999 წლისათვის და ამჟამად მოქმედია: მას სტუმრობენ მორწმუნეები და მიმდინარეობს მსახურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мечеть // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 208. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]