შინაარსზე გადასვლა

ტომოჰონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტომოჰონი
გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა North Tomohon[1] , Tomohon Tengah[1] , East Tomohon[1] , West Tomohon[1] და South Tomohon[1]
კოორდინატები 1°19′27″ ჩ. გ. 124°49′21″ ა. გ. / 1.3244222° ჩ. გ. 124.8225389° ა. გ. / 1.3244222; 124.8225389
დაარსდა 27 იანვარი, 2003
ფართობი 147.11 კმ²
ცენტრის სიმაღლე 734 მეტრი
მოსახლეობა 96 411 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი https://tomohon.go.id/
ტომოჰონი — ინდონეზია
ტომოჰონი

ტომოჰონი ― ქალაქი ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში, ცენტრალურ ინდონეზიაში. ქალაქის ფართობია 147.21 კმ². 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 91 553 ადამიანს შეადგენდა,[3] ხოლო 2020 წელს ― 100 587 ადამიანს.[4] წარსულში ტომოჰონი მინაჰასის სარეგენტოს ნაწილი იყო ჩრდილოეთ სულავესში, თუმცა 2003 წლის 4 აგვისტოს იგი ოფიციალურად სარეგენტოს გამოეყო და ქალაქად გამოცხადდა.[5][6]

ტომოჰონი ცნობილია ყვავილებისა და მცენარეთა მოშენებით. ქალაქის მახლობლად მდებარეობს ტყუპი ვულკანები: ლოკონი და ემპუნგი. ქალაქი ასევე ცნობილია ხის სახლების წარმოებით, შაქრის ლერწწმის წარმოებით, სოფლის მეურნეობით, სოფლის მეურნეობით, რომელშიც გამორჩეული ადგილი ბოსტნეულს უკავია, და როგორც საგანმანათლებლო ქალაქი.[6][7][8]

ტომოჰონის ხედი 1924 წელს
ტომოჰონის მაგისტრალი (1900-1920)

ტომოჰონი მრავალ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება რევერენდ ნიკოლას გრააფლანდის ეთნოგრაფიული ჩანაწერები, რომელიც 1864 წლის 14 იანვრით თარიღდება. გრააფლანდი აღწერს თვალწარმტაც ტერიტორიას მინაჰასის მთიანეთში, ჩრდილოეთ სულავესში, რომელსაც ავტორი 1850 წელს ეწვია. გრააფლანდი ამ ტერიტორიას ტომოჰონად მოიხსენიებს.[9] ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ტომოჰონი მინაჰასის სარეგენტოს ერთ-ერთი რაიონი გახდა.[10] საწყის ეტაპზე ტომოჰონი ტოუმბულუს ხალხის რაიონი იყო ჩრდილ-დასავლეთ მინაჰასაში და ტალეტეს, კამასის, პასლატენის, კოლონგანისა და მატანისგან შედგებოდა.[11] 1880 წელს სარონგსონგის რაიონი ტომოჰონს შეუერთდა, ხოლო 1908 წელს მას კაკასკასენის რაიონიც დაემატა.[12] 1927 წელს ტომოჰონი მანადოს შემადგენლობაში ინტეგრირდა როგორც რაიონი. 1935 წელს ტომოჰონს ტომბარირის რაიონი შეურთდა მანადოს ფარგლებში. 1945 წელს ტომოჰონი მანადოს გამოეყო და კვლავ ტომოჰონის რაიონად გამოცხადდა, რომელიც ორ ქვერაიონს მოიცავდა: ტომოჰონსა და ტომბარირის. პერმესტას დროს, 1956 წლის მარტიდან 1961 წლის ოქტომბრამდე, ტომბარირის ნაწილი ტომოჰონს მიეკუთვნა. 1974-2003 წლებში ტომოჰონი მინაჰასის სარეგენტოს რაიონი იყო.[12][13]

ტომოჰონის ლანდშაფტი

ტომოჰონი 1°15' ჩრდილოეთ განედსა და 124°50' გრძედზე მდებარეობს. ტომოჰონი პროვინციული დედაქალაქის, მანადოსა და ჩრდილოეთ სულავესის სხვა ქალაქების დამაკავშირებელ მარშრუტზე მდებარეობს. ქალაქი მთლიანად მინაჰასის სარეგენტოთია გარშემორტყმული. ჩრდილოეთიდან პინელენგისა და ტომბულუს რაიონები ესაზღვრება, სამხრეთიდან — ტმბოკენისა და სოდერის რაიონები, დასავლეთიდან — ტომბარირის რაიონი, ხოლო აღმოსავლეთიდან — ტომბულუსა და დასავლეთ ტონდანოს რაიონები.

ლოკონი

ტომოჰონი წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი სარტყლის აზიურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის მიმდებარედ ორი აქტიური ვულკანი მდებარეობს: ლოკონი (ზღვის დონიდან ― 1 689 მეტრი) და მაჰავუ (ზღვის დონიდან 1 311 მეტრი).[14][15] ქალაქის ტერიტორია მეტწილად ახალგაზრდა ვულკანური ქანებისგანაა აგებული, რომელიც ანდეზიტსა და ბაზალტის ტუფს შეიცავს, რის გამოც მყიფე ბუნებისაა და ადვილად იფიტება.[16] ვულკანის ამოფრქვევეის მატერიალური კომპონენტები ცივი ტემპერატურის პირობებში ზრდის ნიაგადის ნაყოფიერებას, რაც მოსახლეობას ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების მოყვანაში უწყობს ხელს.[17] ქალაქის სამხრეთ ნაწილში ლინოუს ტბა მდებარეობს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივი კრატერია. ტბის ირგვლივ არაერთი გეოთერმული გამოვლინებაა, მათ შორის: ცხელი წყაროები, ფუმაროლები და ტალახის აუზები.[18]

ტომოჰონში მანადოსთან შედარებით უფრო გრილი ტემპერატურაა, რადგანაც მანადო უფრო დაბლა, ზღვის მახლობლადაა გაშენებული. ტომოჰონი ზღვის დონიდან 7 00-1 000 მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. დღის განმავლობაში ქალაქში ტემპერატურა 17–30 °C-ა (63–86 °F), ღამით კი ― 16–24 °C (61–75 °F). კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტომოჰონი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული (Af). წლის ყველაზე მშრალი თვის დროსაც კი ქალაქში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის.[19]

ჰავის მონაცემები — ტომოჰონი (ინდონეზია)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 25.7 25.7 26.1 26.6 26.6 26.3 26.3 26.9 27.2 27.5 26.9 26.1 26.5
საშუალო დღიური °C 21.8 21.7 22.1 22.3 22.6 22.3 22.3 22.5 22.4 22.6 22.4 22.0 22.3
საშუალო დაბალი °C 17.9 17.8 18.2 18.1 18.7 18.4 18.3 18.1 17.6 17.7 18.0 18.0 18.1
საშუალო ნალექი (მმ) 257 211 215 221 250 175 121 91 117 180 241 245 2 324
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 89 88 84 82 76 79 65 58 57 59 86 87 75.8
წყარო 1: Climate-Data.org[19]
წყარო 2: Badan Pusat Statistik Kota Tomohon (humidity only)[20]

ქალაქი 5 რაიონად (კეცამატანი) იყო, რომლებიც ჯამში 44 ურბანულ სოფელს (კელურაჰანი) მოიცავს.[21] ქალაქის ადმინისტრაციას მერი (ვალიკოტა) უძღვება. ტომოჰონის პირველი მერი ბოი სიმონ ტანგკავაროუ იყო. 2005 წლიდან ქალაქის მკვიდრები მერს პირდაპირი წესით ირჩევენ.[22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. The Master Book of Indonesian Territory Data 2015
  3. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  4. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  5. Tomohon Tourism. Indonesia-Tourism.com. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  6. 6.0 6.1 „Tomohon continues to improve tourism infrastructure“. Antara. ციტირების თარიღი: 23 April 2017.
  7. Tomohon City Tour. Flowers Lane Vacation. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  8. The Enchanting Tomohon International Flower Festival 2016. Ministry of Tourism. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  9. Graafland 1867, p. 144
  10. Graafland 1867, p. 146–147
  11. Graafland 1867, p. 147 and 200
  12. 12.0 12.1 Lundström-Burghoorn 1981, p. 61
  13. Kojongian 1986, p. 20–26
  14. Mt. Mahawu. Geocaching. ციტირების თარიღი: 14 July 2017
  15. „Thousands flee as Mount Lokon volcano erupts in Indonesia“. Channel 4. ციტირების თარიღი: 14 July 2017.
  16. Soejono 2006, p. 254
  17. Feast the Fascinating Floral Colors of Tomohon, near Manado. Ministry of Tourism. ციტირების თარიღი: 14 July 2017
  18. Linow lake. Geothermal of North Sulawesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 20 July 2017
  19. 19.0 19.1 Climate: Tomohon. Climate-Data.rg. ციტირების თარიღი: 14 July 2017
  20. Average of Temperature and Humidity per month in Tomohon Municipality 2015. Statistics of Tomohon City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 12 April 2019
  21. Daftar Kecamatan, Kelurahan dan Desa Wilayah KOTA TOMOHON id. MAGZIMP. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  22. „9 Tahun. Tomohon Koleksi 7 Walikota, 2 Wakil Walikota“. PT BMCOM. ციტირების თარიღი: 23 April 2017.