შინაარსზე გადასვლა

ტომი რიჩმანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომი რიჩმანი

რიჩმანი 2025 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 მარტი, 2000 (2000-03-21) (26 წლის)
დაბ. ადგილი ვუდბრიჯი, ვირჯინია,ა.შ.შ
ჟანრ(ებ)ი თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზიპოპი • ბედრუმ-პოპი • ფანკიჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2016-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Group • ISO Supremacy • PULSE
საიტი everythingispunk.com

თომას ანატოლ რიჩმანი[1] (დ. 21 მარტი, 2000) — ამერიკელი მომღერალი, რეპერი და სიმღერების ავტორი. ყველაზე მეტად ცნობილია 2024 წლის სინგლით „Million Dollar Baby“, რომელმაც Billboard Hot 100-ში მეორე ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც ფრაგმენტი TikTok-ზე გავრცელდა.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩმანი დაიბადა ვუდბრიჯში, ვირჯინიის შტატში, დრამის მასწავლებლისა და ყრუ დედის ოჯახში. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, ვოკალის გაკვეთილებზე[2] და ოპერაში. სწავლობდა მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში სინტია ჰოფმანთან.[3][4][5]

რიჩმანმა მუსიკის გამოშვება SoundCloud-სა და Spotify-ზე 2016 წელს დაიწყო,[6] სადაც გამოუშვა საკუთარი სადებიუტო სიმღერა „Ballin' Stalin“.[7] განაგრძო სინგლებისა და EP-ების გამოშვება, ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი და პანკ-როკი.[6] რიჩმანმა „Pleasantville“ გამოუშვა კოლეჯის მეორე კურსზე დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად კოლეჯი მიატოვა.[2] 2022 წელს გამოუშვა პირველი EP, „Paycheck“.[8]

2023 წელს რიჩმანმა კონტრაქტი გააფორმა ბრენტ ფაიაზის დამოუკიდებელ ხმის ჩამწერ ლეიბლთან ISO Supremacy-თან,[7] ხოლო პარტნიორული კონტრაქტი Pulse Records-თან გაფორმდა.[8] მოგვიანებით რიჩმანმა გახსნა ფაიაზის ტური F*ck the World, It's a Wasteland Tour-ის[9] კონცერტი, ამასთანავე, მონაწილეობდა ფაიაზის ტრეკში „Upset“, რომელიც 2023 წლის „Larger than Life“ მიქსტეიპიდანაა.[10]

2024 წლის აპრილის განმავლობაში რიჩმანმა TikTok-ზე მომავალი სინგლის „Million Dollar Baby“-ის თიზერები შექმნა, რომელთაგან პირველი 13 აპრილს გამოქვეყნდა[11] და პლატფორმაზე მილიონობით ნახვა დააგროვა. მოგვიანებით, სიმღერა 2024 წლის 26 აპრილს გამოუშვა,[8] რომელმაც სწრაფად მოიპოვა 38 მილიონი სტრიმინგი და ა.შ.შ-ში Billboard Hot 100-ში მეორე ადგილი დაიკავა.[12] „Million Dollar Baby“ მიჩნეულია ზოგიერთის მიერ ზაფხულის სიმღერად[11] და 2024 წლის 11 მაისს TikTok Billboard Top 50 ჩარტში მეორე ადგილზე დებიუტის შემდეგ, მომდევნო კვირას კი პირველ ადგილს მიაღწია.[13] შემდგომი სინგლი „Devil Is a Lie“ ჩარტის ტოპ 40-ში მოხვდა.

რიჩმანის სადებიუტო სტუდიური ალბომი, „Coyote“, გამოვიდა ISO Supremacy-სა და Pulse Records-ის მიერ 2024 წლის 27 სექტემბერს. „Million Dollar Baby“-სა და „Devil Is a Lie“-ს წარმატების მიუხედავად, არცერთი მათგანი არ შესულა ალბომში, რომელმაც Heatseekers-ის ჩარტებში მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა.[14]

რიჩმანი ვირჯინიიდან კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 2022 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას შემდეგ ცხოვრობს.[15]

  1. 09 Cudi - song by Esco Pop and Tommy Richman on Apple Music, April 7, 2020, https://music.apple.com/us/song/09-cudi-feat-tommy-richman/1507531913. წაკითხვის თარიღი: December 10, 2025
  2. 1 2 Morrison, Sam. A Conversation with Tommy Richman (February 3, 2022). ციტირების თარიღი: May 8, 2024
  3. Curtis Waters / Tommy Richman | Berklee en (March 6, 2023). ციტირების თარიღი: June 3, 2024
  4. Announcing our cast for Falstaff! Sir... - Shakespeare Opera Theatre | Facebook | Ghostarchive. ციტირების თარიღი: June 3, 2024
  5. Freshman vocal recital.... დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2024. ციტირების თარიღი: August 15, 2024
  6. 1 2 Rose, Jordan (April 29, 2024). „Everything You Need to Know About Tommy Richman“. Complex (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  7. 1 2 Encinas, Amaris (May 1, 2024). „Too early to call 'Million Dollar Baby' the song of the summer? Tommy Richman fans say 'no'. USA Today. ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  8. 1 2 3 Lamarre, Carl (April 29, 2024). „Here Are Six Things to Know About 'Million Dollar Baby' Singer Tommy Richman“. Billboard. ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  9. Phillips, Demi (May 7, 2024). „Who Is Tommy Richman? The Singer Behind The Hit Song "Million Dollar Baby". HotNewHipHop (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  10. Williams, Aaron (April 29, 2024). „Who Is Tommy Richman? Meet The 'Million Dollar Baby' Singer“. UPROXX. ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  11. 1 2 Johnson, Arianna. „Why 'Million Dollar Baby' Debuted High On Music Charts—Despite Rap Beefs And Taylor Swift's Success“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  12. Garcia, Thania (May 6, 2024). „Tommy Richman's 'Million Dollar Baby' Breaks Through at No. 2; Sabrina Carpenter's 'Espresso' Keeps Heating Up the Hot 100“. Variety. ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  13. Rutherford, Kevin (May 16, 2024). „Tommy Richman's 'Million Dollar Baby' Rises to No. 1 on TikTok Billboard Top 50“. Billboard. ციტირების თარიღი: May 19, 2024.
  14. Mamo, Heran (2024-09-27). „Tommy Richman Drops Debut Album 'Coyote': Stream It Now“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-11-02.
  15. Val, Caroline (August 8, 2023). „Tommy Richman Hasn't Forgotten His DMV Roots“. Miami New Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 8, 2024.