ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა
ურდუ: وفاقی منتظم شدہ قبائیلی علاقہ جات‎‎
პუშტუ: قبایلي سیمې، منځنۍ پښتونخوا‎‎‎
ინგლ. Federally Administered Tribal Areas
FATA (8).jpg
დროშა გერბი
Flag of FATA.svg Coat of arms of FATA.svg

ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ადმ. ცენტრი პეშავარი
დაარსდა 1 ივლისი 1970
ფართობი 27 220 კმ²
სალაპარაკო ენები ურდუ
ინგლისური
პუშტუ]
მოსახლეობა 5 001 676 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 180 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი fata.gov.pk
Federally Administered Tribal Areas in Pakistan (claims hatched).svg

ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა (ინგლ. Federally Administered Tribal Areas FATA; პუშტუ: قبایلي سیمې، منځنۍ پښتونخوا‎‎; ურდუ: وفاقی منتظم شدہ قبائیلی علاقہ جات‎‎) — ნახევრად-ავტონომიური ტომების ტერიტორიული ერთეული პაკისტანში. შედგება რამდენიმე ტომური სააგენტოსგან (ტერიტორიული ერთეული) და სასაზღვრო რეგიონისგან. რეგიონი პირდაპირ ფედერალურ ხელისუფლებას ექვემდებარება და იმართება სპეციალური კანონით, რომელსაც სასაზღვრო კრიმინალის რეგულაციები (FCR) ქვია. აღმოსავლეთით და სამხრეთით მას ესაზღვრება პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას და ბელუჯისტანის პროვინციები, ხოლო დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ავღანეთის შემდეგი პროვინციები: ქუნარი, ნანგარჰარი, ფაქთიი, ხოსტი და ფაქთიკი.

ტერიტორია თითქმის სრულად პუშტუნებითაა დასახლებული. ისინი ძირითადად მუსლიმანები არიან. ტერიტორიის მთავარი ქალაქებია: პარაჩინარი, მირანშაჰი, რაზმაკი, ვანა, ჯამრუდი და ლანდი-კოტალი.

2017 წლის 2 მარტს, ფედერალურმა ხელისუფლებამ ტერიტორიასთან მიმართებაში მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგს: ტომების ტერიტორიების ხაიბერ-პახტუნხვასთან გაერთიანება და სასაზღვრო კრიმინალის რეგულაციების (FCR) გამოშვება.[1] მოიაზრება, რომ პროცესს დასჭირდება 5 წელი და 2022 წლისთვის დასრულდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეგიონში ბრიტანელებმა სიმშვიდის დამყარება ბოლომდე ვერასდროს შეძლეს.[2] ის ავღანეთთან არსებულ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა.[3] ბრიტანეთის რაჯები ანექსირებული ტერიტორიის კონტროლს, კანონით - სასაზღვრო კრიმინალის კონტროლი (Frontier Crimes Regulations (FCR)) ცდილობდნენ, რომელი კანონიც ადგილობრივ წარჩინებულებს მნიშვნელოვან ძალა უფლებას აძლევდა.[3][4][5] ძალაუფლების კონკრეტული ფენის ხელში კონცენტრაციის გამო მოსახლეობის უმეტესობის ძირითადი უფლებები ირღვეოდა. შედეგად სასაზღვრო კრიმინალის კონტროლი ცნობილი გახდა როგორც შავი კანონი.[6]

1947 წელს, პაკისტანის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ტერიტორია იგივე კანონით იმართებოდა. 1970-იან წლებში ხაიბერის გასასვლელზე გამავალი ხიპების ბილიკით მიმავალ მოგზაურებს აფრთხილებდნენ, რომ უსაფრთხოებისთვის გზიდან არ გადაეხვიათ.

2001 წელს რეგიონში ტეჰრიკ-ე-თალიბანის მებრძოლები შევიდნენ. 2003 წლიდან მათ დაიწყეს ავღანეთიდან მასიურად გადმოსვლა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 2004 წელს რეგიონში 80 000 პაკისტანელი ჯარისკაცი შევიდა. იქ ისინი პაკისტანის თალიბანის წინააღმდეგობას შეხვდნენ.[7] 2006 წელს მიღწეული შეთანხმებით, ტომების მეომრები აღარ დაესხმებოდნენ თავს ჯარის ნაწილებთ, ხოლო მთავრობა თავის მხრივ გაათავისუფლებდა ყველა დატყვევებულს და ადგილობრივებს მიცემდა საშუალებას ეტარებინათ მცირე კალიბრის იარაღი.[7]

დემოგრაფიული მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომების ტერიტორიების მთლიანი მოსახლეობა 2000 წლის მიხედვით შეადგენდა დაახლოებით 3 341 080 ადამიანს, რაც უხეშად პაკისტანის მოსახლეობის 2 %-ს შეადგენს. რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 3,1 % ცხოვრობს ქალაქური ტიპის დასახლებებში.[8] ეს არის პაკისტანის ყველაზე სასოფლო დასახლების რეგიონი. 2011 წლის შეფასებისთ რეგიონის მოსახლეობა 1998 წელთან შედარებით 62,1 %-ით გაიზარდა და 4 452 913 ადამიანს შეადგენდა. ეს ქვეყნის მასშტაბით ზრის სიდიდით მიხედვით მეოთხე მაჩვენებელია. მოსახლეობის 99,1 % საუბრობს პუშტუზე.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal cabinet approves FATA's merger with K-P, repeal of FCR – The Express Tribune“, The Express Tribune, 2017-03-02. (en-US) 
  2. Rabasa, Angel (2007). Ungoverned territories: understanding and reducing terrorism of terrorists groups risks. RAND, გვ. 49. ISBN 0-8330-4152-5. „The British annexed the area during the nineteenth century but never fully pacified the area.“ 
  3. 3.0 3.1 Bjørgo, Tore (2009). Leaving Terrorism Behind: Individual and Collective Disengagement. Taylor & Francis, გვ. 227. ISBN 0-203-88475-2. 
  4. Analysis: Pakistan's tribal frontiers“, BBC, 14 December 2001. წაკითხვის თარიღი: 2009-05-19. 
  5. Ali, Shaheen Sardar (2001). Indigenous peoples and ethnic minorities of Pakistan: constitutional and legal perspectives. Routledge, გვ. 52. ISBN 0-7007-1159-7. 
  6. Ali et al., 52–53.
  7. 7.0 7.1 Crews, Robert D. (2008). The Taliban and the crisis of Afghanistan. Harvard University Press, გვ. 231. ISBN 0-674-02690-X. 
  8. [1]
  9. http://www.pbs.gov.pk/sites/default/files/other/yearbook2011/Population/16-20.pdf