ტომაშ მაკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომაშ არტურ მაკოვსკი (პოლ. Tomasz Artur Makowski ; დ. 1970) — პოლონელი ბიბლიოთეკარი და ისტორიკოსი, პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1994 წლიდან მუშაობს. 2007 წლამდე, როდესაც დირექტორის თანამდებობა დაიკავა, იყო სამეცნიერო დირექტორის თანაშემწე და რარიტეტების განყოფილების გამგე.

ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2001 წელს მოიპოვა კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში (ვარშავა) დისერტაციით: „კანცლერ იან ზამოისკის (1542-1605) ბიბლიოთეკა“. მისი სამეცნიერო სპეციალობა არის თანამედროვე პოლონეთის ისტორია, ბიბლიოთეკების ისტორია და ხელნაწერთმცოდნეობა.

პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცებული მატიანის „Rocznik Biblioteki Narodowej“ და „Polish Libraries“ მთავარი რედაქტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: