ტოლერანტობის პარადოქსი

ტოლერანტობის პარადოქსი (გერმ. Toleranz-Paradoxon) — ფილოსოფიური კონცეფცია, ლოგიკური პარადოქსი, რომლის თანახმად, თუ საზოგადოება იქნება ტოლერანტული მათ მიმართ, ვინც თავად არ არიან ტოლერანტები, იგი რისკავს შეუწყნარებლობის დომინირების დაშვებას, რითაც ძირი ეთხრობა ტოლერანტობის პირველსაწყის პრინციპს. ეს პარადოქსი ჩამოაყალიბა ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა ნაშრომში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ (1945), [1], სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტად ტოლერანტულმა საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს უფლება უარი თქვას ტოლერანტობაზე მათ მიმართ, ვინც ქადაგებს შეუწყნარებლობას. პოპერის მოსაზრებით, თუ შეუწყნარებელ იდეოლოგიებს მიეცემა გზა ფართო და შეუზღუდავი გამოხატვის უფლება, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ღია საზოგადოების ღირებულებები, რათა შეასუსტონ ან გაანადგურონ ტოლერანტობა ავტორიტარული ან მჩაგვრელი პრაქტიკით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Popper, Karl (1945). „Chapter 7, The Principle of Leadership“, The Open Society and Its Enemies (Volume 1). Routledge, გვ. 265-266. ISBN 9781136700323.