ტოკიოს ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tokyo National Museum

ტოკიოს ეროვნული მუზეუმი
დაარსდა 1872
მდებარეობა ტაიტო, ტოკიო, იაპონია
ვიზიტორები 1.4 მილიონი (2013)[1]
ვებსაიტი საიტი

ტოკიოს ეროვნული მუზეუმი (იაპონ. 東京国立博物館 ტოკიო კოკურიცუ ჰაკუბუცუკან?) — იაპონიის უძველესი და უდიდესი მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1878 წელს. მუზეუმი აგროვებს და ინახავს იაპონიისა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებისა და არქეოლოგიური ობიექტების ვრცელ კოლექციას. მუზეუმს 110.000-ზე მეტი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის ობიექტი აქვს, მათ შორის 87 იაპონიის ეროვნული საგანძურის ნივთი და 610 განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის საგანი (2005 წლის ივლისის მდგომარეობით). მუზეუმი ამავე დროს ეწევა მის კოლექციასთან დაკავშირებულ კვლევასა და აწყობს საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

მუზეუმი მდებარეობს უენოს პარკში, ტაიტო-კუ, ტოკიო. ის მოიცავს იაპონურ გალერეას (本館 ჰონკან), აზიურ გალერეას (東洋館 ტოიოკან), ჰიოკეიკანს (表慶館), ჰეისეიკანს (平成館), ჰორიუძის საგანძურის გალერეას (法隆寺宝物館 ჰორიუძი ჰომოცუკან), კვლევისა და საინფორმაციო ცენტრსა (資料館 შირიოკან) და სხვა დაწესებულებებს. მუზეუმის გარე ბაღებში სეზონური გამოფენები ეწყობა.

მუზეუმის კოლექციების ძირითადი ფოკუსი უძველესი იაპონური და აზიური ხელოვნებაა აბრეშუმის გზის გასწვრივ. აქვე არსებობს გრეკო-ბუდისტური ხელოვნების ვრცელი კოლექციაც. ინფორმაცია მუზეუმის კოლექციაზე მოცემულია იაპონურ, კორეულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 35°43′08″ ჩ. გ. 139°46′33″ ა. გ. / 35.71889° ჩ. გ. 139.77583° ა. გ. / 35.71889; 139.77583

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Top 100 Art Museum Attendance, The Art Newspaper, 2014. დაარქივებულია 13 ივლისი, 2014.