ტოკარევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოკარევის სახლი
რუს. Дом Токарева
Доходный дом Н.И. Токарева 1907.JPG
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1905
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ტოკარევის სახლი (რუს. Дом Токарева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. დიდი სადოვაიის ქუჩისა და ჩეხოვის პროსპექტის გადაკვეთაზე. სახლი აშენდა 1905 წელს ეკლექტიკის სტილში. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 106/46.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკარევის სავაჭრო სახლი ააშენეს 1905 წელს[1]. მისი მფლობელი იყო როსტოველი ვაჭარი და სპირტის დამამზადებელი ქარხნის მფლობელი ნიკოლაი ტოკარევი. რევოლუციამდე შენობაში განთავსებული იყო ს. ბაბახანოვის სავაჭრო ცენტრი. რუსული თეატრალური საზოგადოება, რძის პროდუქტების მაღაზია, ფარმაცევტული საწყობი და მ. როზენბლიუმის საჭაშნიკე[2].

1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს ქალაქის საავადმყოფო. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს სახლი პრაქტიკულად არ დაზიანებულა. 1945 წელს, როდესაც კლემენტინა ჩერჩილი, უინსტონ ჩერჩილის ცოლი, სტუმრობდა დონის როსტოვს, იგი სწორედ ამ სახლში შეჩერებულა. 1990-იან წლებში ქალაქის იუბილესთან დაკავშირებით სახლი გაარემონტეს[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია საქალაქო პოლიკლინიკა № 10.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსართულიანი ტოკარევის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. მისი ფასადების გასაფორმებლად გამოყენებულია ასევე ბაროკოს, როკოკოსა და კლასიციზმის ელემენტები. პირველი სართული რუსტირებულია. ფანჯრის ღიობები გაფორმებულია განსხვავებული, დეკორირებული თამასებით. მეორე სართულზე იგი სრულდება სამკუთხა, ხოლო მესამე სართულზე კი - სწორკუთხა სანდრიკებით. მესამე სართულის კედელზე გამოსახულია ქალის სკულპტურა გველით და ხელში ფიალით[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-09-14. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 2.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 274—275. — ISBN 5-8456-0489-3.