ტოდ ჰაუარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოდ ჰაუარდი
დაბადების სახელი ტოდ ჰაუარდი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1971 (1971-04-25) (52 წლის)
ლოუერ მაკუნგი ტაუნშიპი, პენსილვანია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, Bethesda Game Studios აღმასრულებელი პროდიუსერი და დირექტორი
ცნობილი ნაშრომები Fallout 3“, „Skyrim“, „Fallout 4

ტოდ ჰაუარდი (ინგლ. Tod Howard; დ. 25 აპრილი, 1971) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი და პროდიუსერი. ამჟამად არის Bethesda Game Studios-ის დირექტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, სადაც იგი სათავეში უდგას „Fallout“-ის და „The Elder Scrolls“-ის სერიების შექმნას.

ჟურნალმა GamePro ტოდ ჰაუარდი შეიყვანა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვიდეო თამაშების ინდუსტრიის 20 ყველაზე გავლენიან პიროვნებათა სიაში.[1] IGN-მა უწოდა ერთ-ერთი საუკეთესო თამაშების შემქმნელი ვიდეო თამაშების ისტორიაში. მას მიღებული აქვს ინდუსტრიაში არსებული უმაღლესი ჯილდო მეცნიერებისა და ინტერაქტიული ხელოვნების აკადემიის ჯილდო. აგრეთვე მიიღო ლარას ღირსების (ინგლ. Lara Award) ორდენი ვიდეო თამაშებში შეტანილი წვლილისთვის. ჰაუარდი იმ მცირე დიზაინერთა სიაში შედის, რომლის მიერ შექმნილ პროექტებს, „Oblivion“, „Fallout 3“, „Skyrim“-სა და „Fallout 4“-ს ზედიზედ მიენიჭათ „წლის თამაშის ჯილდო“.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაუარდი დაიბადა 1971 წლის 25 აპრილს, ქალაქ ლოუერ-მაკუნგი-ტაუნშიპში, პენსილვანიის შტატში. 1989 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1993 წელს დაამთავრა ვილჰელმისა და მარიას სახელობის კოლეჯი. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდ ინტერესს ამჟღავნებდა ვიდეო თამაშების მიმართ, ის დაეუფლა ინჟინერისა და ფინანსისტის პროფესიას. მას შემდეგ რაც ითამაშა „Wayne Gretzky Hockey“, Bethesda Softworks-ს სთხოვა მიეღოთ კომპანიაში, მაგრამ უარი განუცხადეს, რადგანაც არ ჰქონდა დამთავრებული საშუალო სკოლა.

Bethesda Softworks[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ჰაუარდი მიღებული იქნა კომპანიაში. მის მიერ შექმნილი პირველი თამაში იყო „The Terminator: Future Shock“ და „SkyNET“. ამას მოჰყვა განთქმული ვიდეო თამაშის „The Elder Scrolls“-ის სერია. 1994 წელს გამოშვებული იქნა „The Elder Scrolls: Arena“, ხოლო 1996 წელს - „The Elder Scrolls II: Daggerfall“. ის ასევე „The Elder Scrolls Adventures: Redguard“-ის, „Morrowind“-სა და „Oblivion“-ის პროექტის ხელმძღვანელი და დიზაინერი იყო. ამის შემდეგ გახდა „Fallout 3“-ის დირექტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი.[3] გარკვებ~ული ხნის შემდეგ ჰაუარდი დაუბრუნდა The Elder Scrolls-ის სერიებს და სათავეში ჩაუდგა თამაშის მეხუთე ნაწილის „The Elder Scrolls V: Skyrim“-ის შექმნას, რომელიც გამოვიდა 2011 წელს და საყოველთაო აღიარება ხვდა წილად კრიტიკოსებისგან. მისი ბოლო ნამუშევარია „Fallout 4“.

სპიკერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოდ ჰაუარდი არის ინდუსტრიული მოვლენების ხშირი სპიკერი. მისი თამაშები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გაზეთებში, Newsweek, CNN, USA Today, The Today Show და ასევე სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე. ჰაუარდი აცხადებს, რომ Bethesda Softworks-ის ფილოსოფია „The Elder Scrolls„ სერიებში არის, ის რომ ნებას აძლევენ ადამიანებს „იცხოვრონ სხვა ცხოვრებით სხვა სამყაროში“[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Around the Web: Interviews edition | Bethesda Blog. Bethblog.com (2009-05-07). ციტირების თარიღი: 2013-04-16.
  2. Bethesda Blog - LARA to Honor Todd Howard. Bethesda Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-24. ციტირების თარიღი: 2014-05-12.
  3. Remo, Chris. (2008-10-13) Falling Into Fallout 3: Director Todd Howard Talks Scope And Evolution. Gamasutra. ციტირების თარიღი: 2015-06-15.
  4. Howard, Todd. The RPG for the Next Generation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-24. ციტირების თარიღი: 2015-11-23.