შინაარსზე გადასვლა

ტოგო (ტბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტოგო (მრავალმნიშვნელოვანი).
ტოგო
ფრანგ. Lac Togo
კოორდინატები: 6°15′00″ ჩ. გ. 1°25′00″ ა. გ. / 6.25000° ჩ. გ. 1.41667° ა. გ. / 6.25000; 1.41667
მდებარეობა ტოგოს დროშა ტოგო
ტერიტორიული ერთეული ზღვისპირეთის რეგიონი
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 15 კმ
სიგანე კმ
ფართობი 64 კმ²
ჩამდინარე მდინარეები სიო, ჰაჰო
ტოგო (ტბა) — ტოგო
ტოგო (ტბა)

ტოგოს ტბა (ფრანგ. Lac Togo) — ყველაზე უფრო დიდი ტბა ტოგოში. ის პოპულარული ადგილია საწყლოსნო სპორტისთვის. ტბის ნაპირებზე მდებარეობენ პატარა სოფლები – აგბოდრაფო და ტოგოვილი.[1] ტოგოს ტბაზე ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა პიროგა.[2]

ტოგოს ტბა სიგრძეში აღწევს დაახლოებით 15 კმ-ს, სიგანეში 6 კმ-ს და მისი ფართობია 64 კმ². ის წყალს იღებს ორი მთავარი მდინარისგანსიოსგან და ჰაჰოსგან, ასევე ბევრი სხვა უფრო პატარა მდინარეებისგან. ტბა გამოყოფილია ოკეანისგან ქვიშის ყელით, რომლის სიგანეა დაახლოებით 1 კმ. ტოგოს ტბა შეერთებულია გაცილებით პატარა ტბა ვოგანთან ვიწრო არხის მეშვეობით და მცირე ტბების ჯგუფთან ერთად ისინი ქმნიან ლაგუნების სისტემას ოკეანის სანაპიროს გასწვრივ.[3]

მთავარი ავტოგზა გადის ქვიშის ყელზე ტბის სამხრეთით, ხოლო რამდენიმე მცირე გზა გარს ერტყმის ტბას და ერთმანეთს უკავშირებენ პატარა სოფლებს. რაიონი არ არის მჭიდროდ დასახლებული და ნაკლებად მიმზიდველია ტურისტებისთვის. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ექსტენსიური სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე მოყავთ ქოქოსისა და ზეთის პალმები.[3]

ტოგოს ტბა მასთან ახლომდებარე ვოგანის ტბასთან და სხვადასხვა სანაპირო ლაგუნებთან ერთად არის ფრინველების ბუდობის ადგილი. ისინი გარშემორტყმულია ჭალებით, რომლებიც დაფარული არიან ლერწმის და ლაქაშის ტიპის ტიპიური ჭალის ბალახეულობებით. მანგროს ტყეები არ არსებობს. ლაგუნების დატბორვის იშვიათ შემთხვევებში მათში ჩნდება სწრაფადმზარდი პისტია.[3]

ამ რაიონის ტბები, ჭაობები, ლაგუნები და სანაპირო ქვიშები ემსახურება დასვენების ადგილებს გადამფრენი წყალში მცურავი ფრინველებისთვის და ზღვის მერცხლებისთვის მათი დასავლეთ აფრიკაში მიგრაციის დროს.[4] ტბაში დაცურავენ თევზები, როგორც მდინარის, ასევე ზღვის. ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობებია — Tilapia და Chrysichthys. უხერხემლოები წარმოდგენილები არიან მუცელფეხიანი მოლუსკებით Pachymelania და Tympanotonos fuscatus, ასევე კიბოსნაირი Farfantepenaeus duorarum და Callinectes latimanus.[3]

  1. Room, Adrian, Placenames of the World, McFarland & Company, 1997.
  2. Togoville. ციტირების თარიღი: 2017-08-28
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 R. H. Hughes, A Directory of African Wetlands, 1992.
  4. Togo: Important Bird Areas (2015-01-25). ციტირების თარიღი: 2017-08-28