ტოგო გუდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოგო გუდავა
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1922(1922-09-23)
დაბ. ადგილი სენაკი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1976(1976-11-23) (54 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ზაგიდატ მაგომედბეკოვა

ტოგო ევსტათეს ძე გუდავა (დ. 23 სექტემბერი, 1922, ქ. სენაკი — გ. 23 ნოემბერი, 1976) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – „ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი“ (1959), „ბოთლხური ენა“ (1963), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (1964), „ბაგვალური ენა“ (1971).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული აქვს დაღესტნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი, დაღესტან-საქართველოს სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების განმტკიცების საქმისათვის.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანხმოვანთკომპლექსები მეგრულში (თანაავტორი). - თბილისი, 1981. - 243გვ.
  • აორისტის დაბოლოების ზოგიერთი საკითხი მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1968, გვ. 10-11.
  • ატრიბუტულ სახელთა ისტორიისათვის ხუნძურში. - იკე, 1979, ტ. 21, გვ. 189-193. - რეზ. რუს. ენაზე.
  • ბაგისმიერი თანხმოვნები ჩქამიერთა წინ მეგრულში. - "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1979, გვ. 81-88. - რეზ. რუს. ენაზე.
  • ბრუნების ორი ტიპის ისტორიული ურთიერთმიმართებისათვის ხუნძურ-ანდიურ ენებში. - იკე, XIII, თბ., 1962, გვ. 267-274. - რეზ. რუს. ენაზე.
  • ერთი აფხაზური თანდებული ზანურში. - სმამ, ტ. 8, N_ 3, 1947, გვ. 187-189.
  • ვ*უ ბგერათშეფარდებისათვის ქართულსა და მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1957, გვ. 10.
  • ზანური (მეგრულ-ჭანური) სრულხმოვანების ახსნის ცდა. - სმამ, ტ. XI, N_ 7, 1950, გვ. 463-467.
  • გამყრელიძე თ. თანხმოვანთკომპლექსების აგებულებისათვის მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1970, გვ. 21-22.
  • კავკასიის ენობრივ რუკასთან. - ჟურნ. "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1976, N_ 4, გვ. 74-77.
  • კნინობითის სუფიქსები მეგრული გვარის სახელებში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1972, გვ. 11-12.
  • მახვილის ადგილისათვის მეგრულში. - თსუ კრებ., გიორგი ახვლედიანი, 1967, გვ. 106-111.
  • მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში. - კრებ. "აღმოსავლური ფილოლოგია", IV, 1976, გვ. 103-110.
  • მერცხალი. - იკე, XIV, 1964, გვ. 143-145. - რეზ. რუს. ენაზე. სიტყვა "მერცხლის" ეტიმოლოგია.
  • ნამყო დროის -უნა დაბოლოების შესახებ ხუნძურ ზმნაში. - თსუ შრ., B-3, 1972, გვ. 43-45. - რეზ. რუს. ენაზე.
  • ო-ს უ-ში გადასვლის ზოგიერთი შემთხვევა ზანურ (მეგრულ-ჭანურ) ენაში. - სმამ, XXV, N_ 1, 1960, გვ. 119-122.
  • რეგრესული დეზაფრიკატიზაციის ერთი შემთხვევა ზანურში (მეგრულ-ჭანურში). - სმამ, ტ. 33, N_ 2, 1964, გვ. 497-503. - რეზ. რუს. ენაზე.
  • -უან დაბოლოების შესახებ ზანური ენის კაუზატივებში. - ენათმეცნ. ინს-ტის XXV სამეცნ. სესია, 1969, 17-18-19 ივნისი, გვ. 12.
  • -უან დაბოლოების შესახებ მეგრულ კაუზატივებში. - კრებ. "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1984, N_ 1, გვ. 72-77.
  • ფუძედრეკადი ზმნები მეგრულში. - მაცნე, 1974, N_ 4, გვ. 132-138.
  • ქართულ-ზანური ლექსიკური ურთიერთობიდან. - ენათმეცნ. ინს-ტის XXX სამეცნ. სესია, თეზისები, 1974, 12-14 ივნისი, გვ. 15.
  • ქართულ-ხუნძური ლექსიკური შეხვედრების შესახებ. - სმამ, ტ. 15, N_ 10, 1954, გვ. 701-708.
  • ხმაბაძვის ერთი სახეობა მეგრულში. - ენათმეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, 1958, 10-11 ნოემბერი, გვ. 15-16.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 176.
  • ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი / გაზ. "კომუნისტი", 1976, 28 ნოემბერი, გვ. 3.
  • ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი / მაცნე, 1977, N_ 1, გვ. 195-196.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]