ტობლერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტობლერონი (Toblerone) — შვეიცარული შოკოლადი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Kraft Foods Switzerland. ბრენდი დარეგისტრირდა 1909 წელს ქალაქ ბერნში. კომპანიის სახელი წარმოიშვა მისი დამაარსებლის, კონდიტერ თეოდორ ტობლერისა და იტალიური სიტყვა torrone-ს (რაც ნუგის ერთ-ერთი სახეობაა) შეერთებისგან.

არსებობს არაერთი ვერსია შოკოლადის უჩვეულო ფორმის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთის მიხედვით, შოკოლადი წააგავს მთა მატერჰორნს, რომელიც ალპებში მდებარეობს. შოკოლადის ლოგოზე გამოსახულ მთაზე ჩანს დათვის სილუეტი, რაც ბერნის სიმბოლოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: