ტობი რეგბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტობი რეგბო
Toby winner.jpg
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1991 (1991-10-18) (30 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
პროფესია მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 2006-დღემდე

ტობი ფინ რეგბო (ინგლ. Toby Finn Regbo; დ. 18 ოქტომბერი, 1991, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი და მუსიკოსი. ცნობილი გახდა ფილმში „მისტერ არავინ“ შესრულებული ახალგაზრდა ნემოს და ტელესერიალში „სამეფო“ შესრულებული საფრანგეთის მეფე ფრანსუა II-ის როლებით.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტობი რეგბო დაიბადა 1991 წლის 18 ოქტომბერს ჰამერსმითის რაიონში, ლონდონში, ინგლისში[1][2]. მამამისის ოჯახი ნორვეგიული წარმოშობისაა. დედის მხრიდან ბაბუამისი იყო იტალიელი, რომელიც საკრუიზო გემის კაპიტნად მუშაობდა, მისი ცოლი კი ავსტრალიელი ბალერინა იყო. ამ ფესვების მიუხედავად, დედამისი ლონდონში აღიზარდა[3].

იგი ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე ზემო ლეტიმერის სკოლაში დადიოდა[4]. რეგბო მსახიობობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, რის გამოც სასკოლო სპექტაკლებში ყოველთვის მონაწილეობდა. ამის გამო იგი მშობლებმა ახალგაზრდული თეატრის წრეზე შეიყვანეს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგბო სერიალ „სამეფოს“ თანავარსკვლავებთან, ადელაიდა კეინთან და მეგან ფოლოვსთან ერთად 2014 წელს

ტობი რეგბოს სამსახიობო კარიერა 2006 წლიდან იწყება. მისი დებიუტი ფილმში „შარპის ნიშანი“ შესრულებული ენზინგის როლით შედგა[5].

უკვე 2009 წელს რეგბოს ფილმში „მისტერ არავინ“ ამტკიცებენ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნემოს როლზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადი მსახიობი სხვა იყო, ის კი პერიოდულად გამოდიოდა ხოლმე 15 წლის ნემოს როლში. ამ როლმა მას ცნობადობა მოუტანა და იგი იმავე წელს ფილმში „დიდებული 39“ დაამტკიცეს მაიკლ უოლტონის როლზე[6].

2010 წელს ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“ იგი ასრულებდა ახალგაზრდა ალბუს დამბლდორის როლს[7]. აქ იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ემა უოტსონი, დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ა.შ.

2011 წელს მინისერიალში „განძის კუნძული“ ჰქონდა მთავარი, ჯიმ ჰოუკინსის როლი. ამავე წელს რეგბოს იღებენ ორ ფილმში: „ერთი დღე“ (ასრულებს სამუელ კოუპის როლს) და „ერთ დღეს ეს ტკივილი შენვე დაგეხმარება“ (ასრულებს ჯეიმზ სვეკის როლს)[8].

უკვე 2013 წელს ტობი რეგბო ისტორიულ სერიალში „სამეფო“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, საფრანგეთის მეფე ფრანსუა II-ის როლზე. ვინაიდან სერიალი დედოფალ მერი სტიუარტის ახალგაზრდობაზეა, ტობი სერიალში ბოლომდე მონაწილეობდა. ეს როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. აქ იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: მეგან ფოლოვსი, ანა პოპლიველი, ადელაიდა კეინი, ტორანს კუმბსი, კეიტლინ სტეისი და ა.შ. სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა.

იმავე წელს იგი სერიალში „უკანასკნელი სამეფო“ დაამტკიცეს ეპიზოდურ, მერსიელთა ბატონ ეთელრედის როლზე. სერიალში იგი 2017-2020 წლებში, სულ 15 ეპიზოდში მონაწილეობდა. ამის პარალელურად, 2019 წელს სერიალში „მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები“ შეასრულა ტომასო ბერუძის როლი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Interview: Toby Regbo". Movie Ramblings. Retrieved 9 June 2020.
  2. http://cwtampa.cbslocal.com/2013/07/22/meet-the-royal-court-from-reign/
  3. "IndieLondon: Treasure Island (Sky 1) - Toby Regbo interview - Your London Reviews". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-04. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
  4. "The trickle-down effect has dried up | News". Thisislondon.co.uk. 16 April 2009. Archived from the original on 7 December 2010. Retrieved 26 January 2012.
  5. "Full cast and crew for Sharpe's Challenge". Internet Movie Database. Retrieved 9 June 2010.
  6. Cline, Rich. "Glorious 39 Movie Review". Contactmusic.com. Retrieved 9 June 2010.
  7. "Deathly Hallows Casting Updates: Teen Dumbledore Cast, Chris Rankin Returns and More" დაარქივებული 2014-07-24 საიტზე Wayback Machine. . The Leaky Cauldron. 30 May 2009. Retrieved 31 May 2009.
  8. "Peter Cameron's official web site". Retrieved 9 June 2010.