ტობას ხალხი
იერსახე
ტობა — ეთნიკური ჯგუფი არგენტინაში, ბოლივიასა და პარაგვაიში. მიეკუთვნებიან გრან-ჩაკოს რეგიონში მცხოვრებ ადგილობრივთა უფრო ფართო ჯგუფს — გუაიაკურუს. 2005 წლის მონაცემებით, მხოლოდ არგენტინაში, 47 951 ტობა ცხოვრობდა ჩაკოს, ფორმოსისა და სანტა-ფეს პროვინციებში.
ტობას ხალხის თვითსახელწოდება Qom-lik უბრალოდ „ხალხს“ ნიშნავს. სახელი „ტობა“ გუარანის წარმოშობისაა და „დიდ შუბლს“ ნიშნავს, სწორედ ასე უწოდეს მათ პირველმა ესპანელმა მოსახლეებმაც. ეს იმის გამო, რომ ტობას ხალხი გლოვის ნიშნად თავის წინა მხარეს, შუბლს ზემოთ თმას იპარსავდნენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations page about the Toba language
- BBC Report 27/09/07
- "Toba Indians". Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company. 1913.