ტობაგო (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტობაგო
მშობ. სახელი: ინგლ. Tobago
Flag of Trinidad and Tobago.svg
გეოგრაფია
Tobago parishes.svg
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: 11°10′58″ ჩ. გ. 60°44′14″ დ. გ. / 11.18278° ჩ. გ. 60.73722° დ. გ. / 11.18278; -60.73722
ფართობი 300 კმ²
სიგრძე 41 კმ
სიგანე 14 კმ
უმაღლესი წერტილი 576 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 60 874[1] (2011)
სიმჭიდროვე 202,91 /კმ²

ტობაგო (ინგლ. Tobago) — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტრინიდადი და ტობაგოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი 300 კმ². კუნძულის სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვა tobacco-დან, რაც ქართულად თამბაქოს ნიშნავს.

კუნძულის მთავარი ქედი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და წარმოადგენს ვენესუელის სანაპირო ქედის გაგრძელებას. ქედის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრია, იგი დასერილია მთის მდინარეთა ხეობებით. ტობაგოზე უნიკალური ბუნებაა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული. მარადმწვანე ტყის საფარისა და საერთოდ ფლორის შესანარჩუნებლად შექმნილია უნიკალური ნაკრძალი „Buccoo Reef“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრინიდადის მსგავსად, ტობაგოც კოლუმბმა აღმოაჩინა და კუნძული ესპანელებმა დაიკავეს. სხვა ახლო მდებარე კუნძულებისგან განსხვავებით, ამ კუნძულს კოლონიზაციის კვალი ნაკლებად დაეტყო. თუმცა XVII საუკუნეში ამ კუნძულისათვის იბრძოდნენ ინგლისელები, ფრანგები, ნიდერლანდელები და ასევე ძველი კურლანდიის საჰერცოგოც. 1704 წელს კუნძული გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად, თუმცა იმის მერე, რაც კუძულზე მეკობრეებმა თავიანთი ბაზა დააარსეს, აქ 1763 წელს ბრიტანეთმა ისევ აღადგინა კოლონიალური მმართველობა. 1888 წელს ტობაგო გაერთიანდა ტრინიდადთან, 1889 წელს შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო 1946 წელს გახდა თვითმმართველი ტერიტორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. 1960-იანი წლების დასაწყისში ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს დამოუკიდებელი შიდა თვითმმართველობის უფლება, ხოლო 1962 წელს მათ მიიღეს სრული დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trinidad and Tobago 2011 Population and Housing Census Demographic Report. Trinidad and Tobago Central Statistical Office. წაკითხვის თარიღი: 27 May 2016.