შინაარსზე გადასვლა

ტლუთევზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტლუთევზი

დიდი ტლუთევზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ქვაქვეშიასებრნი
ქვეოჯახი:  Comephorinae
(Bonaparte, 1850)
გვარი:  ტლუთევზი
ლათინური სახელი
Comephorus (Lacepède, 1800)

ტლუთევზი, გოლომიანკა (ლათ. Comephorus) — ცოცხლადმშობი თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. აქვთ მოვარდისფრო შიშველი სხეული. მუცლის ფარფლი არ აქვთ. მკერდის ფარფლი ძალიან გრძელია. ცნობილია 2 სახეობა: დიდი ტლუთევზი (Comephorus baicalensis) და პატარა ტლუთევზი (Comephorus dybowskii). დიდი ტლუთევზის სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს. ცხიმიანია, ჩვეულებრივ, ბინადრობს წყლის სქელ ფენებში. 800 მ-ზე უფრო ღრმად არ გვხვდება. პატარა ტლუთევზის სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. უმეტესწილად გვხვდება 250–500 მ სიღრმეზე, ღამით 50–100 მ-მდე. ზოგჯერ ჩადის 1 კმ სიღრმეზეც კი. ორივე სახეობა ცოცხლადმშობია. ბაიკალის ენდემური ფორმებია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]