ტკბილი ნოემბერი (2001 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტკბილი ნოემბერი
რეჟისორი პიტ ო’კონერი
პროდიუსერი ელიოტ კასტნერი
სტივენ რაიტერი
დებორა სტოფი
ერვინ სტოფი
სცენარის ავტორი პოლ იურიკი
კურტ ბელკერი
როლებში კიანუ რივზი
შარლიზ ტერონი
ჯეისონ აიზეკსი
გრეგ გერმანი
კომპოზიტორი კრისტოფერ იანგი
ოპერატორი ედვარდ ლაჩმენი
სტუდია Warner Bros.
ხანგრძლივობა 119 წთ.
ქვეყანა აშშ
ბიუჯეტი 40 მლნ. აშშ $

ტკბილი ნოემბერი (ინგლ. Sweet November) — 2001 წლის რომანტიკული მელოდრამა, კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით. ფილმი ეფუძნება ძველ ვერსიას, რომელიც 1968 წელს არის გადაღებული. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ჟოლო 2001-ზე, როგორც „ყველაზე ცუდი გადამუშავებული ვერსია, ან გაგრძელება“, რივზი და ტერონი კი შესაბამისად - ყველაზე ცუდ შემსრულებლებად.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელსონ მოსი (კიანუ რივზი) - ტიპური ბიზნესმენი, რომელიც პირად ცხოვრებას მსხვერპლად სწირავს კარიერას. იგი ხვდება სარას (შარლიზ სტერონი), რომელიც არ ჰგავს ყველა იმ ქალს, ვინც კი მანამდე შეხვედრია. მათი შემთხვევითი ნაცნობობა გრძელდება სარას ინიციატივით, რომელიც ცოტა უცნაური, მხიარული და უდარდელია. ის ცვლის ნელსონის ცხოვრებას. გოგონა ჩამოაშორებს კარიერულ ერთფეროვნებას , აჩვენებს ცხოვრებას და მისით ტკბობის საშუალებას.

ნოემბრის ყოველ დღესთან ერთად, რომელსაც ისინი ატარებენ, ნელსონს უფროდაუფრო უყვარდება სარა. მის გამო უარს ამბობს ძველ მოსაწყენ ცხოვრებასა და კარიერაზე.ნელსონი ხვდება, რომ იპოვნა ის ერთადერთი გოგო, რომელთანაც ბედის დაკავშირება შეუძლია. იგი ხელს სთხოვს სარას. ამ დროს იგებს, რომ სარა კვდება კიბოთი. გოგონა სთხოვს ნელსონს წავიდეს, რათა მის მეხსიერებაში ძლიერი და ხალისიანი დარჩეს. ამ ფორმით მას უკვდავების მოპოვება სურს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე: