შინაარსზე გადასვლა

ტიშნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტიშნოვი
ჩეხ. Tišnov
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
შიდა დაყოფა Hajánky[1] , Hájek[1] , Jamné[1] , Pejškov[1] და Tišnov
კოორდინატები 49°20′53″ ჩ. გ. 16°25′28″ ა. გ. / 49.34806° ჩ. გ. 16.42444° ა. გ. / 49.34806; 16.42444
მმართველი Jiří Dospíšil[2]
პირველი ხსენება 1233
ფართობი 17,12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 256 მეტრი
მოსახლეობა 9 225 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 666 01[4] და 666 03[4]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.tisnov.cz/
ტიშნოვი — ჩეხეთი
ტიშნოვი

ტიშნოვი (ჩეხ. Tišnov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ტიშნოვი ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს. ტიშნოვის მუნიციპალიტეტში 5 ადმინისტრაციული ერთეული ერთიანდება. ტიშნოვთან ერთად მას ეკუთვნის იამნე, პეიშკოვი, ჰაიანკი და ჰაიეკი.[5]

ქალაქის სახელწოდება პირად სახელ „ტუშენიდან“ მომდინარეობს. თავდაპირველად სოფელს „ტუშნოვიცე“ ეწოდებოდა. ქალაქის სახელის ცვლილება პირველად 1233 წლის ისტორიული წყაროში მოხდა, თუმცა საბოლოოდ XV საუკუნის წყაროებში დადასტურდა.

ტიშნოვი ქალაქ ბრნოდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 19 კილომეტრში მდებარეობს. ტიშნოვის მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი ბოსკოვიცეს ღრმულში მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი კი ზემო სვრატკას მთიანეთშია. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ექსკლავი კრჟიჟანოვის მთიანეთშია. ტიშნოვის ცენტრალური ნაწილი მდინარე სვრატკას მარცხენა ნაპირზეა გაშენებული.

წმინდა ვაცლავის ეკლესია
ტიშნოვის მერიის შენობა

ტიშნოვის წერილობითი წყაროებში პირველად პრჟედკლაშტერიში მდებარე პორტა-კოელის მონასტრის წესდებაში 1233 წელს არის ნახსენები. ის თავდაპირველად სავაჭრო სოფელი იყო, რომელიც მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, რამაც XIII საუკუნეში მისი ქალაქად გადაქცევა განაპირობა. 1782 წლამდე ტიშნოვი ცისტერციანელების საკუთრება იყო, ამ წელს აქ არსებული მათი მონასტერი დაიშალა.[6]

1416 წელს მეფე ვაცლავ IV-მ ტიშნოვს ყოველწლიური ბაზრის გამართვის უფლება მიანიჭა. ქალაქი 1428 წელს, ჰუსიტური ომების დროს დაიწვა და ოცდაათწლიანი ომის დროს დაზიანდა. ის ასევე რამდენჯერმე დაზიანდა ხანძრის შედეგად, ყველაზე დიდი ხანძარი 1668 წელს მოხდა. 1788 წელს ტიშნოვი ქალაქად გამოცხადდა. ტიშნოვი დაზარალდა ნაპოლეონის ჯარების აქ გავლის შედეგად 1805 და 1809 წლებში. მომდევნო ზიანი ტიშნოვმა ავსტრია-პრუსიის 1866 წლის ომის დროს განიცადა.[6]

ტიშნოვის ბრნოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზი 1885 წელს აშენდა, ხოლო 1905 წელს ეს რკინიგზა ჰავლიჩკუვ-ბროდამდე განავრცეს.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიშნოვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი მერიის შენობაა. ქალაქის მერია 1905 წელს არქიტექტორ ვლადიმირ ფიშერის პროექტით აშენდა. ამ შენობის ადგილზე ქალაქის პირველი სამთავრობო შენობა XVI საუკუნეში ააგეს. მერიის შენობის ექსტერიერი სგრაფიტოს ტექნიკითაა გაფორმებული.[7]

ტიშნოვის წმინდა ვაცლავის ტაძარი ისტორიულ წყაროებში პირველად 1239 წელს არის მოხსენიებული. ტაძრის ადგილზე მდგარი ხის ეკლესია XV საუკუნეში ქვის შენობით ჩაანაცვლეს. თავდაპირველად ეკლესიის სამრეკლო დამოუკიდებელი შენობა იყო, დღევანდელი სახით ეკლესია XIX საუკუნეში აღადგინეს. ამ რესტავრაციის დროს სამრეკლოს და ტაძრის შენობა გაერთიანდა.[8]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. chronicle
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. 4.0 4.1 Register of territorial identification, addresses and real estates
  5. Document from Czech Statistical Office. Český statistický úřad. ციტირების თარიღი: 2025-10-11
  6. 6.0 6.1 6.2 Stručná historie města cs. Město Tišnov. ციტირების თარიღი: 2023-09-20
  7. Radnice cs. Město Tišnov. ციტირების თარიღი: 2024-07-01
  8. Kostel sv. Václava cs. Město Tišnov. ციტირების თარიღი: 2024-07-01
  9. Partnerská města cs. Město Tišnov. ციტირების თარიღი: 2023-01-15