შინაარსზე გადასვლა

ტიფანი იანგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიფანი იანგი 2010 წელს

ტიფანი იანგ ჰვანგი (დ. 1 აგვისტო, 1989) — პროფესიონალურად ცნობილი როგორც ტიფანი ან ტიფანი იანგი, ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი კორეული წარმოშობით. დაიბადა და გაიზარდა კალიფორნიაში. ის თხუთმეტი წლის ასაკში აღმოაჩინა სამხრეთ კორეულმა სააგენტო SM Entertainment-მა და მას შემდეგ გადავიდა სამხრეთ კორეაში. ორწლიანი ტრენინგის შემდეგ, იანგმა დებიუტი შეასრულა 2007 წლის აგვისტოში, როგორც გოგონათა ჯგუფ Girls' Generation-ის (და მოგვიანებით მისი ქვეჯგუფ Girls' Generation-TTS-ის) წევრი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამხრეთ კორეაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფი მსოფლიოში.

2016 წელს იანგი გახდა Girls' Generation-ის მეორე წევრი, რომელმაც დებიუტი შეასრულა როგორც სოლისტმა, თავისი პირველი EP-ის I Just Wanna Dance-ის გამოცემით. მიუხედავად იმისა, რომ იანგი კვლავ რჩება Girls' Generation-ის წევრად, მან SM Entertainment 2017 წლის ოქტომბერში დატოვა. იგი შეუერთდა Paradigm Talent Agency-ს და გააფორმა ხელმოწერა სარეკორდო ლეიბლ Transparent Arts-თან 2019 წლის EP-ის "Lips on Lips" გამოცემამდე.

ტიფანი დაიბადა 1 აგვისტოს, 1989 წელს, სან ფრანცისკოში. მისი ოჯახი შედგება მამის, უფროსი დის და უფროსი ძმისგან. ცხოვრობდა თავის ოჯახთან, მათ შორის ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც დედასთან ერთად ხელს უწყობდნენ ოჯახში კორეული და ამერიკული კულტურის შერწყმას. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც 12 წლის იყო. გაიზარდა კალიფორნიის ქალაქ დიამონდ ბარში და შთაგონებული იყო ქეი-პოპ შემსრულებლით, BoA. 12 წლის ასაკში იანგმა მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსში და შეინიშნა SM Entertainment-ის ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ, გაიარა აუდიცია და მიღებულ იქნა სტაჟიორად. სამი კვირის შემდეგ ის გადავიდა სამხრეთ კორეაში.

იანგი სწავლობდა კორეის კენტის საგარეო სკოლაში და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა SM Entertainment-ში. მან ოფიციალურად დებიუტი შეასრულა, როგორც სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფის Girls' Generation წევრმა, 2007 წლის აგვისტოში. მომღერალმა მიიღო სასცენო სახელი-ტიფანი, სახელი, რომლის დარქმევაც თავდაპირველად დედამისს სურდა. Girls' Generation-ის გარდა, იანგის ადრეული სოლო ნამუშევრები ძირითადად გულისხმობდა გვერდითი პროექტებისა და საუნდტრეკებისათვის ჩაწერილ სიმღერებს. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, იგი მონაწილეობდა რამდენიმე სატელევიზიო პროგრამაში, როგორც წამყვანი.

Girls' Generation

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]