ტიფანი დარვიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიფანი დარვიში
ინგლ. Tiffany Renee Darwish

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტიფანი რენე დარვიში
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1971 (1971-10-02) (52 წლის)
დაბ. ადგილი Norwalk
წარმოშობა ნორვოლკი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო პოპი, პოპ-როკი, ქანთრი
აქტიური 1981–1995; 1999–დღემდე
საიტი tiffanytunes.com
ტიფანი დარვიში ვიკისაწყობში

ტიფანი რენე დარვიში (ინგლ. Tiffany Renee Darwish; დ. 2 ოქტომბერი, 1971, ნორვოლკი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მან კარიერის დასაწყისში გამოუშვა Tommy James and the Shondells-ის სიმღერის, „I Think We're Alone Now“ ქავერი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იყო ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში. მუსიკოსმა მალევე გამოუშვა სინგლები „Could've Been" და „I Saw Him Standing There". „Could've Been" ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა.

1998 წელს გამოვიდა მუსიკოსის რიგით მეორე ალბომი, Hold an Old Friend's Hand, რომელმაც გაყიდვებისთვის RIAA-ის პლატინის სერტიფიკატი მიიღო. 1990-იან წლებში მუსიკოსმა გამოუშვა ორი ახალი ალბომი: New Inside და Dreams Never Die, თუმცა ალბომებს კომერციული წარმატება არ ხვდათ წილად. ტიფანიმ 2000 წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი, The Color of Silence. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, მან ვერ მიაღწია კომერციულ წარმატებას.

ტიფანი მოხვდა Playboy-ის ერთ-ერთ ნომერში და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე რეალით შოუში, მათ შორის Celebrity Fit Club, I'm a Celebrity...Get Me Out of Here! და Hulk Hogan's Celebrity Championship Wrestling. მან ასევე ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორის Necrosis (2009), Mega Piranha (2010) და Mega Python vs. Gatoroid (2011).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიფანი რენე დარვიში დაიბადა 1971 წლის 2 ოქტომბერს ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ნორვოკში, კალიფორნია. მისი მშობლები, ჯენი უილსონი და ჯეიმზ რობერტ დარვიში, განქორწინდნენ, როდესაც მუსიკოსი 14 თვის იყო.[1] ტიფანის მამა წარმოშობით ლიბანელია, ხოლო დედა ირლანდიური და ამერიკული წარმოშობის.[2]

ტიფანიმ სიმღერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო.[3] მშობლების განქორწინების შემდეგ, იგი ცხოვრობდა მამასთან და სწავლობდა ნორვოკის სკოლაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს ტიფანიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს პროდიუსერ ჯორჯ ტობინთან. 1986 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან MCA. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Tiffany, გამოვიდა 1987 წელს. ალბომის წამყვანი სინგლი, „Danny", ვერ მოხვდა ჩარტებში. ამის შემდეგ მუსიკოსმა დაიწყო ტურნე The Beautiful You: Celebrating the Good Life Shopping Mall Tour '87. ალბომის მეორე სინგლი, Tommy James and the Shondells-ის სიმღერის, „I Think We're Alone Now“ ქავერი, პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[4]

ტიფანის ახალი კომპოზიცია, „Could've Been", პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში. მუსიკოსის კიდევ ერთი ახალი სინგლი, ბითლზის კომპოზიციის „I Saw Her Standing There" ქავერი, მეშვიდე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[5]

1988 წელს ტიფანის სასამართლო დავა ჰქონდა თავის მშობლებთან, რომლებიც ცდილობდნენ მუსიკოსის შემოსავლების მითვისებას მისი არასრულწლოვნობის საფუძველზე. მოსამართლემ მუსიკოსს უფლება მისცა გადასულიყო დედის სახლიდან და ბებია (რომელიც სასამართლო პროცესის დროს ტიფანის მხარეზე იყო) გახდა მისი დროებითი მეურვე.[6][7][8][9]

1988 წლის ბოლოს ტიფანიმ გამოუშვა თავისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი Hold an Old Friend's Hand. ალბომმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან და მოიპოვა RIAA-ის პლატინის სერტიფიკატი.

1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსმა შეიცვალა ჟანრი და გამოუშვა ახალი ალბომი New Inside (1990). ალბომმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან და ვერ მოხვდა ჩარტებში.[10]

2000 წელს ტიფანიმ გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი The Color of Silence, რომელმაც მიიღო დადებითი შეფასებები. ბილბორდმა ჩანაწერი „წლის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ალბომად" დაასახელა.[11]

ტიფანიმ გამოუშვა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი Dust Off and Dance 2005 წლის მაისში. მან ალბომიდან გამოუშვა ხუთი სინგლი: „Ride It", „Fly", „Be with U Tonite", „Na Na Na" და „Artificial Girlfriend".

2007 წლის აპრილში ტიფანიმ გამოუშვა ახალი ქავერ ალბომი, სახელწოდებით I Think We're Alone Now: '80s Hits and More.

2014 წლის იანვარში ტიფანიმ მონაწილეობა მიიღო რეალით შოუში Rachael vs. Guy: Celebrity Cook-Off.

ტიფანის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, Shadows, გამოვიდა 2022 წლის 25 ნოემბერს.[12][13][14]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tiffany: The $5-Million Star of Stage and Court (June 12, 1988).
  2. Work and Life Are "Bubbling" for '80s Popstar Tiffany: 'I'm More Than a One Hit Wonder' (2020).
  3. Kat, Nashville. (March 25, 2011) Pop Singer Tiffany Hopes Fans 'Feel the Music' on Debut Country Album 'Rose Tattoo'. ციტატა: „The first song she ever learned to sing (at 4-years-old) was Tanya Tucker's Delta Dawn.“ ციტირების თარიღი: July 8, 2011
  4. Trust, Gary (June 29, 2010). „Electric Youth Revisited, After All This Time“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: June 28, 2013.
  5. Gett, Steve, "Tiffany conquers the charts", Billboard, vol. 100, January 23, 1988, p. 24.
  6. Haring, Bruce, "Tiffany gets a guardian as she seeks adult status", Billboard, vol. 100, April 16, 1988, p. 6.
  7. Dougherty, Steve, "It's a bittersweet 16 for Tiffany, who's suing her mom for 'emancipation'", People Weekly, vol. 29, April 18, 1998, p. 94.
  8. McDougal, Dennis, "Tiffany: The $5-million star of stage and court", Los Angeles Times, Sun., June 12, 1988, Home Edition, Calendar Section, p. 6 [correction in Section One, p. 3].
  9. Hunt, Dennis. "The trials of Tiffany: A year after filing suit, she and mom are talking", Los Angeles Times, Sun., April 9, 1989, Home Edition, Calendar Section, p. 63.
  10. Album review, Billboard, October 27, 1990
  11. Paoletta, Michael, "Tiffany Tells Stories Her Way", Billboard, August 19, 2000, p. 1.
  12. TIFFANY en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-26. ციტირების თარიღი: 2022-09-26
  13. Tiffany en. ციტირების თარიღი: 2022-09-26
  14. Tiffany – Shadows (October 9, 2022). ციტირების თარიღი: November 26, 2022