შინაარსზე გადასვლა

ტიტე (სამოცდაათთაგანი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტე
Τίτος
დაიბადა 10-იანები
კრეტა
გარდაიცვალა 100-იანები
Gortyn
დაკრძალულია Hagios Titos church[1]
მოღვაწეობა მისიონერი, პრესვიტერი და ეპისკოპოსი[2]

მოციქული ტიტე[3][4] (ძვ. ბერძნ. Τίτος, ლათ. Titus) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 25 აგვისტო (7 სექტემბერი) და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში26 იანვარი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი, კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. გადმოცემის თანახმად, როცა ტიტე ოცი წლის გახდა, მოესმა ღმერთის მოწოდება, რომელმაც მას ელინური სიბრძნის მიტოვებისა და მისი მოძღვრების შესწავლისკენ მოუწოდა. პირველად ტიტე ისაიას წინასწარმეტყველებას გაეცნო. ამ დროს კრეტამდე მიაღწია იესო ქრისტე სშესახებ ცნობებმა. კრეტის მმართველმა, ტიტეს ბიძამ იგი პალესტინაში გაგზავნა. ტიტემ იერუსალიმში ნახა იესო ქრისტე, მოისმინა მისი მოძღვრება და ირწმუნა იგი. ტიტე იყო თვითმხილველი მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლებისა. სულიწმინდის მოფენის დღეს ტიტე პავლე მოციქულის ხელით მონათლა და მისი უახლოესი მოწაფე გახდა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, პავლე მოციქულმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.

ტიტე მოციქული ოთხმოცდათხოთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერძნულიდან ქართულად თარგმნილია ტიტე მოციქულის „მოსაჴსენებელი“ და შეტანილია ნათარგმნ მეტაფრასულ კრებულში (ქუთ. 1, XVI ს., 598-531).

  1. Find a Grave — 1996.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #102408653 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი - კრეტელი ეპისკოპოსი (I) — orthodoxy.ge
  4. გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 880, ISBN 978-99940-69-47-7.