ტიტე კუბო
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
| იაპონ. 久保帯人 | |
| დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1977[1] [2] (49 წლის) |
|---|---|
| დაბადების ადგილი | 府中町[2] |
| ფსევდონიმი | 久保 宜章 |
| საქმიანობა | მანგაკა, მწერალი, ილუსტრატორი, სცენარისტი და character designer |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Anabuki Design College Hiroshima |
| Magnum opus | ბლიჩი (მანგა) |
| ჯილდოები | Shogakukan Manga Award და ინკპოტის ჯილდო[3] |
| მეუღლე | უცნობი |
ტიტე კუბო (იაპონ. 久保帯人; დ. 26 ივნისი 1977, იაპონია) — იაპონელი მანგაკა, მწერალი, ილუსტრატორი და სცენარისტი. ცნობილია მანგას სერიით Bleach, რომელიც 2018 წელს 120 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ასევე ცნობილია, როგორც ნორიაკი კუბო და ტაიტო კუბო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1977 წლის 26 ივნისს იაპონია, ჰიროსიმის პრეფექტურაში. დაწყებით სკოლაში უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მანგაკა გახდეს მანგა Saint Seiya-ს წაკითხვის შემდეგ. მისი დაბადების სახელი არის ნორიაკი კუბო.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დებიუტი იყო Ultra Unholy Hearted Machine, რომელიც დაწერილი იყო Weekly Shonen Jump-ის გაზეთისთვის 1996 წელს. შემდეგ დაწერა მისი პირველი მანგა Zombiepowder, რომელიც ასევე გამოქვეყნდა Weekly Shonen Jump-ში 1999 წელს. მან გამოაქვეყნა ამ მანგის 27 თავი, სანამ გაუქმდებოდა 2000 წელს. ავტორის კომენტარის მიხედვით, იგი მძიმე ემოციურ ტრავმაში იმყოფებოდა, ამ მანგის წერისას.[4]
მისი შემდეგი მანგაა Bleach, სკოლის მოსწავლეზე, რომელიც ხდება შინიგამი და ებრძვის არსებებს, რომლებიც ცნობილები არიან, როგორც Hollows. Bleach პირველად გამოქვეყნდა, Weekly Shonen Jump-ში, 2001 წელს. კუბო თავდაპირველად ელოდა, რომ სერიალიზაცია გაგრძელდებოდა არა უმეტეს ხუთი წლისა. პირველადი სიუჟეტის კონცეფცია გადაეგზავნა Weekly Shonen Jump-ს Zombiepowder-ის გაუქმებიდან მალევე, მაგრამ გამომცემლობამ თავდაპირველად უარი განაცხადა. Dragon Ball-ის შემქმნელმა აკირა ტორიამამ ნახა ამბავი და კუბოს გამამხნევებელს წერილი მისწერა.
Bleach Manga გამოდიოდა 15 წლის განმავლობაში და მიაღწია 686-ზე მეტ თავს, 2001 წლიდან 2016 წლამდე. გარდა ამისა, მანგის ანიმე ადაპტაცია გადიოდა ტელე ტოკიოში 8 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომელიც მოიცავს 366 ეპიზოდს. მანგა დასახელდა Shogakukan Manga Award გამარჯვებულად მის კატეგორიაში (შოუნენი), 2004 წელს.
პირველი Bleach-ის ფილმი გამოვიდა იაპონიაში 2006 წლის 16 დეკემბერს, რასაც მოჰყვა მეორე ფილმი 2007 წლის 22 დეკემბერს, მესამე 2008 წლის 13 დეკემბერს და მეოთხე 2010 წლის 4 დეკემბერს.
ასევე 2018 წელს გამოუშვა BURN THE WITCH Weekly Shonen Jump-ში, როგორც ერთ ეპიზოდიანი მანგა.
პოემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიტე კუბო ასევე პოემებს წერს თავისი მანგის თითო ვოლიუმში მაგალითად:
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყვავილი კლდეზე მშვენიერია | |
我々が岩壁の花を美しく思うのは | |
| — ტიტე კუბო |
ვინც არ იცის რა არის სიყვარული | |
美しきを愛に譬ふのは | |
| — ტიტე კუბო |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tite Kubo Ultra Unholy Hearted Machine 1996, Weekly Shonen Jump
- Tite Kubo Zombiepowder 1999, Weekly Shonen Jump
- Tite Kubo Bleach 2001, Weekly Shonen Jump
- Tite Kubo BURN THE WITCH 2018, Weekly Shonen Jump
- Tite Kubo, Ryōgo Narita Bleach: Can't Fear Your Own World 2018, Shueisha
- Tite Kubo, Ryōgo Narita Bleach: Spirits Are Forever With You 2012, Shueisha
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- 1 2 goo biographical dictionary
- ↑ https://www.comic-con.org/awards/inkpot
- ↑ imdb