ტიტა რუფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტა რუფო, რიგოლეტო

კაფიერო ტიტა რუფო (Titta Ruffo) (დ. 8 ივნისი, 1877 პიზა — გ. 6 ივლისი 1953, ფლორენცია, დაკრძალულია მილანში) — იტალიელი მომღერალი (ბარიტონი). მუშაობდა მჭედლად. სიმღერის სწავლა დაიწყო 19 წლისამ. დებიუტი შედგა რომში, 1898 წელს (მაცნეს პარტია ვაგნერის „ლოენგრინში“). 1920-იან წლებში მღეროდა მეტროპოლიტენ-ოპერაში (ნიუ-იორკი). 1931 წლის შემდეგ დატოვა სცენა. ტიტა რუფოს ჰქონდა იშვიათი ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა. პარტიები: რიგოლეტო, იაგო (ვერდის „რიგოლეტო“, „ოტელო“), ფიგარო (როსინისსევილიელი დალაქი“), სკარპია (პუჩინისტოსკა“), ტონიო (ლეონკავალოსჯამბაზები“), დემონი (რუბინშტეინისდემონი“) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

History of the Tenor - აუდიო კლიპები დაარქივებული 2015-06-26 საიტზე Wayback Machine.