ტისის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტისა
Tisza-tó
ტისა
ტისა
კოორდინატები: 47°36′ ჩ. გ. 20°40′ ა. გ. / 47.600° ჩ. გ. 20.667° ა. გ. / 47.600; 20.667
მდებარეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
სიგრძე 27 კმ
ფართობი 127 კმ²
საშუალო სიღრმე 1.3 
მაქსიმალური სიღრმე 17 
ჩამდინარე მდინარეები ტისა
გამომდინარე მდინარე ტისა
ტისის ტბა — უნგრეთი
ტისის ტბა
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტისა (უნგრ. Tisza-tó), აგრეთვე ცნობილი როგორც კიშკერეს წყალსაცავი (უნგრ. Kiskörei-víztározó) — უდიდესი ხელოვნური ტბა უნგრეთში. მდებარეობს ხევეშის მედიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორშოდ-აბაუი-ზემგლენის, ჰაიდუ-ბიჰარისა და იას-ნადკუნ-სოლნოკის მედიების სიხლოვეს.

წყალდიდობებთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში მდინარე ტისაზე 1973 წელს ტისის კაშხალი აშენდა. მისი წყლით შევსება 1990-იან წლებში დამთავრდა, რის შედეგადაც 127 კმ²-ის ფართობის ხელოვნური ტბა შეიქმნა. ტბის სიგრძე 27 კილომეტრია. საშუალო სიღრმე 1.7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური კი 17 მეტრი. მასში თავმოყრილია უამრავი მცირე ზომის კუნძული რომელთა საერთო ფართობი 43 კმ²-ია.

წყალსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უნგრელების დიდმა ნაწილმა აქ დასვენების დღეების გატარება დაიწყო, რადგან იგი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტურისტებით გადაჭედილი ბალატონისაგან. ამის შედეგად წყალსაცავის ირგვლივ ტურისტული ინფრასტრუქტურა გაჩნდა და წყალსაცავს ტისის ტბა ეწოდა. ახალი დასასვენებელი ადგილი მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ტბას (ან წყალსაცავს) გააჩნია ახალი ადგილობრივი ეკოლოგიური გარემო, ფრინველების, მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]