ტინშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტინშო
ტინშო
ტინშო
კოორდინატები: 59°54′00″ ჩ. გ. 8°55′00″ ა. გ. / 59.90000° ჩ. გ. 8.91667° ა. გ. / 59.90000; 8.91667
მდებარეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
სიმაღლე ზღვის დონიდან 190 
ფართობი 51,43 კმ²
მოცულობა 9,71 კმ³
საშუალო სიღრმე 190 
მაქსიმალური სიღრმე 460 
ჩამდინარე მდინარეები მონა
გამომდინარე მდინარე ტინელვა
ტინშო — ნორვეგია
ტინშო
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტინშო (ნორვ. Tinnsjå) — ტბა ნორვეგიაში. ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და ევროპის ერთ-ერთი უღრმესი ტბა. ადმინისტრაციულად მოქცეულია ტელემარკის საგრაფოს ტინისა და ნუტოდენის მუნიციპალიტეტების ფარგლებში. მდებარეობს ზღვის დონიდან 190 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 51,43 კმ², წყლის მოცულობა 9,71 კმ³. მაქსიმალური სიღრმე 460 მ. ერთვის მდინარე მონა, რომლის სათავეს მესვატნის ტბა წარმოადგენს.

ტბას ჩრდილოეთ მხარეს ერთვის მდინარე მორი, რომელიც წყლებს იკრებს კალჰოვდფიორდენის ტბიდან. ტინშოდან გამოედინება მდინარე ტინელვა. ტინშო არის სკიენსვასდრაგეტის წყალშემკრები აუზის ნაწილი.

1944 წელს გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციისას ტბაში ჩაიძირა ბორანი SF Hydro. გერმანელები ბორანს იყენებდნენ დიდი რაოდენობით მძიმე წყლის ტრანსპორტირებისთვის გერმანიაში, სადაც იგი ბირთვული იარაღის კვლევისთვის გამოიყენებოდა. მძიმე წყალი წარმოებული იყო ვემორკში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რიუკანის სიახლოვეს. ბორანის ნანგრევები აღმოაჩინეს 1993 წელს.[1]

2004 წელს ეს საკითხი გამოიძიეს და გადაიღეს სატელევიზიო სერიალ „Nova“-სთვის. მძიმე წყლიდან ნიმუშები ამოიღეს, რომლის შედეგად დადასტურდა იზოტოპებით გამდიდრებული დეიტერიუმი.

2004 წელს მძიმე წყლის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღებისას გადამღები ჯგუფისთვის ცნობილი გახდა უჩვეულო თევზის არსებობის შესახებ, რომელიც ბინადრობდა ტბის ფსკერთან, 430 მ სიღრმეზე.

2005 წლის აპრილში დაიჭირეს ორი მანამდე უცნობი თევზის ეგზემპლარი. ანალიზმა გამოააშკარავა, რომ თევზი მჭიდროდ იყო დაკავშირებული არქტიკულ გოჭალასთან. ღია ფერის, ნახევრად გამჭვირვალე თევზის სიგრძემ 15 სმ მიაღწია, ამასთან არ ჰქონდა საცურავი ბუშტი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1995) Rjukanbanen; på sporet av et industrieventyr (Norwegian). Rjukan: Mana Forlag. ISBN 82-993549-1-9. 
  2. Mathismoen, Ole. “Ny fisk oppdaget (New Fish Discovered)“, 11 May 2005.