ტინა დუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტინა დუტა
टीना दत्ता
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1991 (1991-11-27) (32 წლის)[1]
კალკუტა[2]
რეზიდენცია კოლკატა
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
განათლება წმინდა პავლეს სკოლა[3]
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2005-დან დღემდე

ტინა დუტა (დ. 27 ნოემბერი 1991, კალკუტა) — ინდოელი მსახიობი და მოდელი. სახელი გაითქვა სერიალ „ორ ბედში“ (Uttaran) შესრულებული იჩას როლით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტინა დუტა დაიბადა 1991 წელს. იგი გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. სამსახიობო მოღვაწეობა 5 წლის ასაკიდან, 1992 წლიდან დაიწყო. ტინა ბავშვობიდანვე სტიუარდესობაზე ოცნებობდა, მაგრამ მსახიობი გახდა. 2005 წელს ბოლივუდში მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში „Parineeta“, სადაც გოგონამ ახალგაზრდა ლალიტას როლი შეასრულა. ფილმმა მრავალი კინოფესტივალი მოიარა და კრიტიკოსთა და მაყურებელთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მსახიობი 15 წლის ასაკში აიშვარია რაისთან ერთად გადაიღეს ბენგალურ მხატვრულ ფილმში „Choker Bali“. ტინა მეათე კლასში სწავლობდა, როდესაც ბენგალურ სატელევიზიო შოუში „Khela“ შეთავაზეს მონაწილეობა. ამის შემდეგ, ტინა გადაიღეს სერიალებში: „Comedy Circus“, „Koi Aane Ko Hai и Aahat“, სატელევიზიო შოუებსა და ბენგალურ ენაზე გახმოვანებულ კინო-ფილმებში. 2008 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, ის ტელესერიალში „Uttaran“ მონაწილეობაზე დათანხმდა, ეს 6 წლიანი ხანგრძლივი პროექტი ტელეარხ Colors TV-ის მიერ იყო ორგანიზებული და 2015 წლის 16 იანვარს დასრულდა. იჩასა და მეთის როლების შესრულებით მსახიობმა უპრეცედენტო აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა.

ტინა დუტა თავისი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მშობლიურ ქალაქ კალკუტაში ატარებს, სადაც ძირითადად წიგნების კითხვითაა დაკავებული. იგი ლიტერატურით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. კალკუტაში ტინას ხშირად ამჩნევენ წიგნის ბაზრობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Tina Dutta's birthday celebrations“. India Times. ციტატა: „Age is just a number for me and I am proud to say that I am just 23...“
  2. Tina Dutta biography
  3. „TV stars from Calcutta“. Telegraph India.