ტინამუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტინამუ
Tao001 edit crop.jpg
ტაო (Tinamus tao)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ტინამუსნაირნი
ოჯახი: ტინამუსებრნი
გვარი: ტინამუ
ლათინური სახელი
Tinamus (Hermann, 1783)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 174399
NCBI 30467
EOL 18475
FW 39274

ტინამუ ან დიდი ტინამუ (ლათ. Tinamus) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა. მოიცავს საშუალო ზომის 5 სახეობის ფრინველს. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მათი სხეულის სიგრძეა 35–40 სმ. შეფერილნი არიან მურა-ნაცრისფრად, ფეხები მოცისფრო-ნაცრისფერი აქვთ. უყვართ ბანაობა. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, დედლები არიან აქტიურები შეჯვარების პერიოდში. საქორწილო რიტუალებს შემოდგომა–ზამთარში ატარებენ, ბუდობენ ოქტომბერ–დეკემბერში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, ხის ჯირკებთან ახლოს. მამალი მას ფოთლებით ფარავს იმ დროს, როდესაც ტოვებს ბუდეს. დედალი რამდენიმე მამრისაგან დებს კვერცხებს. ბინადრობენ ნოტიო ტყეებში. ღამით ძინავთ ხეებზე.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — 845 с. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  • Галушин В. М., Дроздов Н. Н., Ильичев В. Д. и др. Фауна Мира: Птицы: Справочник / под ред. д.б.н. В. Д. Ильичева. — М.: Агропромиздат, 1991. — 311 с. — 50 000 экз. — ISBN 5-10-001229-3.
  • Jobling J. A. The Helm Dictionary of Scientific Bird Names. — London: A&C Black Publishers Ltd, 2010. — 432 p. — ISBN 978-1-4081-2501-4.