ტიმ უოლცი
ტიმ უოლცი Tim Walz | |
მინესოტის 41-ე გუბერნატორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 იანვარი, 2019 |
წინამორბედი | მარკ დეიტონი |
პალატის ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის რანგის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2019 – 3 იანვარი, 2017 | |
წინამორბედი | მარკ ტაკანო |
მემკვიდრე | ფილ რო |
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი
მინესოტას 1-ლი რაიონიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2007 – 3 იანვარი, 2019 | |
წინამორბედი | გილ გუტკნეხტი |
მემკვიდრე | ჯიმ ჰეგედორნი |
დაბადებული | 6 აპრილი, 1964 უესტ-პოინტი, ნებრასკა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | გვენ უიპლი (მ. 1994) |
შვილები | 2 |
განათლება | ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი (BS), მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანკატო (MS) |
ხელმოწერა |
ტიმოთი ჯეიმზ უოლცი (ინგლ. Tim Walz; დ. 6 აპრილი, 1964, უესტ-პოინტი, ნებრასკა) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ს არმიის გადამდგარი უნტერ-ოფიცერი და ყოფილი მასწავლებელი, 2019 წლიდან მინესოტის 41-ე გუბერნატორი. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კამალა ჰარისმა წარადგინა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტიდან 2007-2019 წლებში.
დაიბადა უესტ-პოინტში, ნებრასკაში, სკოლის დამთავრების შემდეგ უოლცი შეუერთდა არმიის ეროვნულ გვარდიას და მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში და მასწავლებლად.[1] დაამთავრა ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი ნებრასკაში და შემდგომ, 1996 წელს გადავიდა მინესოტაში. 2006 წელს მინესოტას 1-ლი კონგრესის ოლქში იგი აირჩიეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, მან დაამარცხა ექვსი ვადით არჩეული და მოქმედი რესპუბლიკელი გილ გუტკნეხტი. იგი განმეორებით ხუთჯერ აირჩიეს, გუბერნატორად არჩევის შემდეგ 2019 წელს გავიდა პენსიაზე. უოლზი წარმოადგენდა სამხრეთ მინესოტას დიდ, ძირითადად სოფლის ნაწილს, რომელიც მდებარეობს აიოვას საზღვართან.
2018 წლის 6 ნოემბერს უოლცი მინესოტას გუბერნატორად აირჩიეს, მან, რესპუბლიკელი კანდიდატი, ჰენეპინის ოლქის კომისარი, ჯეფ ჯონსონი დაამარცხა.[2] იგი 2022 წლის მინესოტას გუბერნატორის არჩევნებში ხელახლა აირჩიეს, სადაც რესპუბლიკელი კანდიდატი სკოტ ჯენსენი დაამარცხა.[3] 2024 წლის 6 აგვისტოს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.[4][5]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიმოთი ჯეიმზ უოლცი 1964 წლის 6 აპრილს[6] უესტ-პოინტში, ნებრასკას შტატში დაიბადა, დარლინ როუზის (ძვ. რეიმანი)[7] და ჯეიმზ ფ. უოლზის, საჯარო სკოლის ადმინისტრატორის, ოჯახში.[8] უოლზი და მისი სამი და-ძმა გაიზარდნენ ვალენტინში, ნებრასკაში, სოფლის თემში შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[9][10] უოლზის საშუალო სკოლაში სწავლის დროს, მამამისს ფილტვის კიბო დაუდგინეს. მეორე კურსზე ყოფნისას მისი ოჯახი გადავიდა ბუტში, ნებრასკაში, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო მისი მშობლების ნათესავებთან.[11]
უოლცმა 1982 წელს ბუტის საშუალო სკოლა დაამთავრა, 25 სტუდენტისგან შემდგარი კლასით.[12] ერთი წლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.[8] 1989 წელს მან სოციალურ მეცნიერებათა განათლებაში ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995 წელს დააკავეს, რადგან ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს.[13] 2001 წელს უოლცმა მოიპოვა მეცნიერების მაგისტრი საგანმანათლებლო ხელმძღვანელობაში მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მანკატოში.[14]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკოლის შემდეგ, უოლცი სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში მუშაობდა, ასევე მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. შემდგომ წავიდა კოლეჯში და მამამისის მსგავსად მასწავლებლის ხარისხი მიიღო. ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან შემოთავაზება მიეღო ჩინეთში WorldTeach-ში სამუშაოდ, სადაც 1 წელი გაატარა.[15] დაბრუნების შემდეგ უოლზმა განაგრძო სწავლება ნებრასკაში, ალიანსში, სადაც თავის მეუღლეს, ასევე მასწავლებელს, გვენ უიპლს შეხვდა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდნენ მანკატოში, მისი მეუღლის მშობლიურ მინესოტას შტატში, სადაც უოლცი გეოგრაფიას ასწავლიდა და მწვრთნელი იყო Mankato West High School-ში. ის ხელმძღვანელობდა ფეხბურთის გუნდს მის პირველ სახელმწიფო ჩემპიონატზე 1999 წელს.[16] 1999 წელს უოლცი დათანხმდა, რომ ყოფილიყო პირველი გეი-სტრეიტის ალიანსის ფაკულტეტის მრჩეველი Mankato West High School-ში.[8] უოლზი და მისი მეუღლე ასევე მართავდნენ Educational Travel Adventures-ს, რომელიც აწყობდა ზაფხულის საგანმანათლებლო მოგზაურობებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩინეთში.[17]
სამხედრო სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამის წახალისებით, უოლცი 17 წლის ასაკში ეროვნულ გვარდიაში ჩაირიცხა.[8][10] მამამისი კორეის ომში მსახურობდა, შვილის სწავლის საფასურიც ვეტერანების პროგრამით (G.I. Bill) დაფარა[10] და სურდა მის შვილსაც ჰქონოდა იგივე შესაძლებლობები.[10]
უოლცი 1981 წლის გაწვევის შემდეგ, ეროვნულ გვარდიაში 24 წლის განმავლობაში მსახურობდა.[18] სამხედრო კარიერის განმავლობაში მას ჰქონდა პოსტები არკანზასში, ტეხასში, არქტიკულ წრეში, ნიუ ულმში, მინესოტაში და სხვაგან.[18] იგი ვარჯიშობდა მძიმე არტილერიაში.[18] სამსახურის განმავლობაში მუშაობდა წყალდიდობისა და ტორნადოების შემდეგ კატასტროფებზე რეაგირების განყოფილებაში და თვეების განმავლობაში აქტიურად მსახურობდა საზღვარგარეთ, თუმცა მას ბრძოლა არასოდეს უნახავს.[18] 1989 წელს მან ნებრასკის წლის მოქალაქე-ჯარისკაცის წოდება მოიპოვა.[19] 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ იგი ევროპაში გაუშვეს ოპერაცია „მდგრადი თავისუფლების“ (Operation Enduring Freedom) მხარდასაჭერად.[18] უოლცმა სამსახურის ბოლოს მიაღწია სარდლობის სერჟანტის მაიორის წოდებას, მაგრამ 2005 წელს პენსიაზე გავიდა, როგორც მასტერ სერჟანტი, რადგან მან ვერ დაასრულა კურსი აშშ-ს არმიის სერჟანტთა მთავარ აკადემიაში.[18]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ About en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-30
- ↑ Coolican, J. Patrick (November 6, 2018). „Tim Walz defeats Jeff Johnson in high-stakes election for Minnesota governor“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2020. ციტირების თარიღი: November 6, 2018.
- ↑ WCCO Staff. (8 November 2022) Gov. Walz wins against challenger Dr. Scott Jensen en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-09
- ↑ LeBlanc, Aditi Sangal, Paul. (August 6, 2024) The latest on the 2024 presidential campaign | CNN Politics. ციტირების თარიღი: August 6, 2024.
- ↑ Epstein, Reid J. (2024-08-06). „Tim Walz Is Said to Be Kamala Harris’s Choice for Vice President: Live Election Updates“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-08-06.
- ↑ Jackson, Jazzmine; Callaghan, Peter (July 24, 2024). „Who is Tim Walz, one of Kamala Harris' top contenders for Vice President?“. MinnPost. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ „Butte girl is wed today in church rite“. Norfolk Daily News. August 9, 1955. p. 4. ციტირების თარიღი: 2024-07-28.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Coolican, J. Patrick (October 14, 2018). „Tim Walz's campaign for Minnesota governor aiming to bridge the great divide“. Star Tribune. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ Morton, Joseph (November 8, 2018). „Tim Walz, a Nebraska native, elected governor of Minnesota“. Omaha World-Herald. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Bakst, Brian (October 27, 2022). „Minnesota governor hopefuls take small-town roots into big-time showdown“. Minnesota Public Radio. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ „CSC graduate elected to Congress“. Chadron State College. November 14, 2006. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
- ↑ Freedman, Samuel G. (2007-04-25). „Congressman, Teacher, Soldier, and He's Back in Town for a Visit“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-07-28.
- ↑ https://www.thedailybeast.com/meet-tim-walz-harris-vp-pick-who-first-called-trump-weird
- ↑ Tim Walz's Biography. ციტირების თარიღი: September 26, 2022
- ↑ Friedrichsen, Shaun; Friedrichsen, Kathryn (November 22, 2023). „Blast From The Past“. The Alliance Times-Herald.
- ↑ Smith, Cam (2019-01-08). „New Minnesota governor Tim Walz was a state champion football coach at Mankato (Minn.) West HS“ (en-US). https://usatodayhss.com/2019/new-minnesota-governor-tim-walz-was-a-state-champion-football-coach-at-mankato-minn-west-hs.
- ↑ Case, Charles (January 30, 2007). „The accidental politician“. The Hill.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Brian Bakst, 'Citizen soldier' Walz honed leadership in uniform დაარქივებული July 11, 2021, საიტზე Wayback Machine. , Minnesota Public Radio News (October 3, 2018).
- ↑ Meet MN Governor and Lt. Governor Candidates Tim Walz and Peggy Flanagan (July 28, 2018). ციტირების თარიღი: April 14, 2021