ტიმურ საფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიმურ საფინი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Тимур Марселевич Сафин ან Тимур Марсель улы Сафин
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1992(1992-08-04)[1] (31 წლის)
დაბ. ადგილი ტაშკენტი[1]
სიმაღლე 1,82[2]
წონა 82[2]
ქვეყანა უზბეკეთი და რუსეთი
ჯილდოები მეგობრობის ორდენი

ტიმურ მარსელის ძე საფინი (რუს. Тимур Марселевич Сафин; დ. 4 აგვისტო, 1992) — რუსი დაშნით მოფარიკავე, იყენებს მარჯვენა ხელს. არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2016 წელს ინდივიდუალურად გახდა ევროპის ჩემპიონი, ამავე წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და ნაკრებთან ერთად მოიგო ოლიმპიადა.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1992 წლის 4 აგვისტოს დაიბადა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. საფინმა ფარიკაობაში ვარჯიში 1998 წელს დაიწყო. სპორტის მიდევნა კი ცხრა წლის ასაკში დაიწყო მას შემდეგ რაც ფარიკაობის მწვრთნელმა მის სკოლაში ფარიკაობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ამან მისი ინტერესი გამოიწვია ფარიკაობისადმი.[4] მან სწრაფად აითვისა დაშნის ხმარება და მალევე გამოავლინა თავისი ტალანტი. 2009 წელს შეუერთდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს. მოიპოვა ინდივიდუალური ბრინაჯოს და სანაკრებო ვერცხლის მედალი 2011 წლის ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელი ქალაქ ყაზანში ჩატარდა. 2012 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოიგო ვერცხლის მედალი. ამავე წელს მოსკოვში გამართულ ფარიკაობის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.[4]

უფროსებში მისი დებუიუტი 2013-14 წლების სეზონში შედგა. ეს მოხდა ფარიკაობის მსოფლიო თასზე. მან მოიგო ჩელენჯი რევენუ მას შემდეგ რაც ფინალში ოლიმპირუი ჩემპიონი ანდრეა ბალდინი დაამარცხა.[5] 2014 წლის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატში 1/16 ფინალში დამარცხდა ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, ჯამეს-ენდრიუ დევისთან, მაგრამ დაეხმარა ნაკრებს გუნდური ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში. 2014 წლის ყაზანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწია ნახევარ-ფინალამდე, დაამარცხა გერმანელი ჩემპიონი პიტერ იოპიხი, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ჩინელ მა ჯიანფეისთან და მოუწია გადართვა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე. მან მოახერხა მედლის მოპოვება.[6] არის მეგობრობის ორდენის კავალერი. მინიჭებული აქვს რუსეთის სპორტის ოსტატის კლასი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sports-Reference.com
  2. 2.0 2.1 https://www.sports-reference.com/olympics/athletes/sa/timur-safin-1.html
  3. INTERNATIONAL FENCING FEDERATION - The International Fencing Federation official website. ციტირების თარიღი: 2021-04-21
  4. 4.0 4.1 დაარქივებული ასლი Russian. Olimpik.ru (10 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 27 მაისი 2021.
  5. „La Russie triomphe“. Le Parisien (French). 14 April 2014.
  6. დაარქივებული ასლი Russian. BashInform.ru (20 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 27 მაისი 2021.