შინაარსზე გადასვლა

სემიონ ტიმოშენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტიმოშენკო, სემიონ)
სემიონ ტიმოშენკო
დაბადების თარიღი 6 (18) თებერვალი, 1895
დაბადების ადგილი ფურმანივკა
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1970(1970-03-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია და სამხედრო კავალერია
წოდება საბჭოთა კავშირის მარშალი
მეთაურობდა სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარიატი, მე-6 კავალერიული დივიზია, ბელორუსის სამხედრო ოლქი, კიევის სამხედრო ოლქი, დასავლეთის ფრონტი, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტი, სტალინგრადის ფრონტი და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტი, რუსეთის სამოქალაქო ომი, სსრკ-ფინეთის ომი, დიდი სამამულო ომი, პირველი მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირის შეჭრა პოლონეთში და პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი (2)
ლენინის ორდენი (5)
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი წითელი დროშის ორდენი (5) სუვოროვის I ხარისხის ორდენი (3)
მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“ (2) მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“ საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი „ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად“

სემიონ კონსტანტინეს ძე ტიმოშენკო (რუს. Семён Константинович Тимошенко; დ. 18 თებერვალი, 1895, ფურმანკა (ოდესა), უკრაინა — გ. 31 მარტი, 1970, მოსკოვი, რუსეთი) — უკრაინელი საბჭოთა სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარი 1940-1941 წლებში.

უკრაინულ ოჯახში დაბადებული ტიმოშენკო[7][8] გაწვეულ იქნა რუსეთის იმპერიის არმიაში და პირველ მსოფლიო ომში კავალერისტად იბრძოდა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის დაწყებისთანავე იგი წითელ არმიას შეუერთდა.[9] მან თავი გამოიჩინა 1917–1922 წლების რუსეთის სამოქალაქო ომსა და 1919–1921 წლების პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომში, რის შედეგადაც ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის კეთილგანწყობა მოიპოვა. 1930-იან წლებში ტიმოშენკო რამდენიმე რეგიონალურ სამხედრო ოლქს ხელმძღვანელობდა. იგი გადაურჩა 1936–1938 წლების დიდ წმენდას. 1939 წელს, პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს, უკრაინის ფრონტს მეთაურობდა. 1940 წლის დასაწყისში ტიმოშენკომ კლიმენტ ვოროშილოვისგან გადაიბარა სსრკ-ფინეთის ომში მებრძოლი საბჭოთა ჯარების სარდლობა და წითელი არმიის სასარგებლოდ შეცვალა ომის მსვლელობა. 1940 წლის მაისში ტიმოშენკოს საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიენიჭა და თავდაცვის სახალხო კომისრად დაინიშნა.

1941 წლის ივნისში, საბჭოთა კავშირზე აქსისის ძალების თავდასხმისთანავე, ტიმოშენკო სტავკის თავმჯდომარედ დაინიშნა. ერთი თვის შემდეგ იგი თავად სტალინმა ჩაანაცვლა, რის შემდეგაც, მომდევნო წლის განმავლობაში, ტიმოშენკომ არაერთი ფრონტის სარდლობა ჩაიბარა. 1941 წლის მიწურულს მან მოაწყო მასშტაბური კონტრშეტევა როსტოვში, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1942 წლის შუა პერიოდში, ხარკოვის მეორე ბრძოლაში საბჭოთა ჯარების სასტიკი მარცხის შემდეგ, ტიმოშენკო ახლად ჩამოყალიბებული სტალინგრადის ფრონტის სარდლობიდან გადააყენეს. იმავე წლის ბოლოს იგი კვლავ გაიწვიეს და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მეთაურად დანიშნეს, ხოლო ომის მიწურულს, როგორც სტავკის წარმომადგენელი, სხვადასხვა დროს რამდენიმე ფრონტს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ლენინგრადის, ვოლხოვისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებს, შავი ზღვის ფლოტს, ასევე უკრაინის მე-2 და მე-3 ფრონტებს.

ომის დასრულების შემდეგ ტიმოშენკო 1960 წლამდე სათავეში ედგა რამდენიმე საბჭოთა სამხედრო ოლქს. იგი გარდაიცვალა 1970 წელს, 75 წლის ასაკში.

  • Axelrod, Alan; Kingston, Jack A. (2007). Encyclopedia of World War II. Vol. 1. H W Fowler. ISBN 978-0-8160-6022-1.
  • Erickson, John (1999). The Road to Stalingrad: Stalin's War with Germany. Vol. 1. Yale University Press. ISBN 0-300-07812-9. (1975, 2003)
  • Glantz, David M.; House, Jonathan (2009). To the Gates of Stalingrad: Soviet-German Combat Operations, April–August 1942. Lawrence: University Press of Kansas. ISBN 978-0-7006-1630-5.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  4. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. TracesOfWar
  7. Wojciech Roszkowski, Jan Kofman (2016). "Biographical Dictionary of Central and Eastern Europe in the Twentieth Century". p. 1030. ISBN 1317475941
  8. Тимошенко Семён Константинович.
  9. Glantz, David M.; House, Jonathan (2009). To the Gates of Stalingrad: Soviet-German Combat Operations, April–August 1942. Lawrence: University Press of Kansas. ISBN 978-0-7006-1630-5.