შინაარსზე გადასვლა

ტიმოქარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიმოქარისი
ძვ. ბერძნ. Τιμόχαρις
დაბ. თარიღი ძვ. წ. 320
დაბ. ადგილი ალექსანდრია
გარდ. თარიღი ძვ. წ. 260
მოქალაქეობა პტოლემეების სამეფო
საქმიანობა ასტრონომი

ტიმოქარის ალექსანდრიელი (ძვ. ბერძნ. Τιμόχαρις; დ. ძვ. წ. 320, ალექსანდრია — ძვ. წ. 260) — ძველი ბერძენი ასტრონომი.

არისტილოსთან ერთად მან შეადგინა ანტიკურ ისტორიაში პირველი ვარსკვლავური კატალოგი ძვ. წ. 296-დან 272 წლამდე. ციური კოორდინატების გაზომვისას, არისტილოსი და ტიმოქარისი იყენებდნენ ეკვატორულ წრეებს, რომლებიც ბაბილონური წესით 60 ნაწილად იყო დაყოფილი. კოორდინატები იყო ეკლიპტიკური განედი და ეკლიპტიკური გრძედი, რომლებიც იზომებოდა კაშკაშა ვარსკვლავებიდან. ეს დაკვირვებები მოგვიანებით გამოიყენეს ჰიპარქემ და პტოლემემ ბუნიობის პრეცესიის დასადგენად და მისი პარამეტრების დასაზუსტებლად.

ძვ. წ. 295-დან 283 წლამდე ტიმოქარისი აკვირდებოდა მთვარისა და ვენერას პოზიციებს ფიქსირებულ ვარსკვლავებთან მიმართებაში.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ტიმოქარისი.

  • Jones A. Calendrica I: New Callippic Dates. Zeitschrift für Papyrologie und Epigraphik, 129. 2000, p. 141—158.